IDFI-მ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - კარგი მმართველობის ფორუმი 2022 - გამართა

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 14 დეკემბერი 2022

2022 წლის 13 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საერთაშორისო კონფერენცია „კარგი მმართველობის ფორუმი 2022“ გამართა. 

 

ფორუმის თემა იყო დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა/დაჩქარება: კარგი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები. კონფერენციის ფარგლებში მიმოიხილეს დეცენტრალიზაციის რეფორმის გლობალური ტენდეციები, კარგი პრაქტიკები და საჭიროებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, ის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება არსებული გამოწვევების გასამკლავებლად ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პრინციპებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების განსახორციელებლად.

 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.

 

თვითმმართველობის გამჭირვალეობა და საჯარო ანგარიშვალდებულება ქმნის უფრო მეტად სტაბილურ დემოკრატიულ სისტემას, სადაც მთავრობა ახლოს არის ხალხთან და  საზოგადოება ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბოლო წლების მანძილზე ადგილობრივი მმართველობის რეფორმის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. დეცენტრალიზებული სისტემა საშუალებას მისცემს მთავრობას უკეთესად უპასუხოს მოსახლეობის საჭიროებებს ადგილობრივ დონეზე, ის ასევე იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში.“ -აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა

 

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გაიმართა დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, მუნიციპალიტეტების გაციფრულება და ადგილობრივი სერვისების მიწოდება.

 

IDFI-მა კონფერენცია გამართა ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ისა და USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024