ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ადგილობრივი შემფასებლებისთვის

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 27 აპრილი 2023

2023 წლის 20 და 21 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ადგილობრივი შემფასებლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (LSG Index) შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს მუნიციპალიტეტში ღიაობისა და გამჭირვალობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

 

 

ინდექსის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.


ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა შეაფასონ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შეფასება ამა წლის 1 მაისიდან იწყება.


ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შეფასების როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. კერძოდ, ისინი დეტალურად გაეცნენ ინდექსის მეთოდოლოგიას და განიხილეს შეფასების ცალკეული გარემოებები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციის ხარისხის შეფასების ინდიკატორებსა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალებებს.

 

ტრენინგი წარიმართა შემფასებლებისთვის მომზადებული სპეციალური სახელმძღვანელოს მიხედვით. ინდექსის მეთოდოლოგია სამი ნაწილისგან შედგება: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელ-მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.


ტრენინგს უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი, გოგა თუშურაშვილი, თამარ ნასყიდაშვილი და კოკა კიღურაძე.


ინიციატივა ხორციელდება დანიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024