ტრენინგები

8 მაისი 2020 image

ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვის

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გამო აუცილებელი გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების დისტანციური ფუნქციონირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის დაიწყო ტრენინგების სერია - დისტანციური მართვისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერება.

21 აპრილი 2020 image

ტრენინგი თემაზე - კიბერჰიგიენა კიბერუსაფრთხოებისთვის

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობის საფუძველზე, 21 აპრილს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანამშრომლებს და IDFI-ს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში ჩაუტარეს ლექცია კიბერუსაფრთხოების შესახებ.

21 ოქტომბერი 2019 image

IDFI-ის ტრენინგი სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობა 15-მა მსმენელმა მიიღო. მონაწილეებმა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები და მეთოდები შეისწავლეს.

14 ოქტომბერი 2019 image

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; ღია საზოგადოების ფონდის (OშGF) ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ინა გრიგალაშვილმა; და პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ.

5 ოქტომბერი 2019 image

IDFI-ის ტრენინგი ქალაქ ქუთაისში

IDFI-მ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ქუთაისში ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი, იმის შესახებ თუ, როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

 

7 აგვისტო 2019 image

ტრენინგი აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის

2019 წლის 2 აგვისტოს, IDFI-ის გუნდი ქალაქ ბათუმს ეწვია და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის (22 მონაწილე) ტრენინგი ჩაატარა, რომელიც საჯარო მონაცემებთან მუშაობის ტექნიკასა და არსებულ პრაქტიკას ეხებოდა. 

8 ივლისი 2019 image

ქართული მედიის გაძლიერება მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგის მიზნით

2019 წლის 3-4 ივნისს, IDFI-იმ ყვარელში ტრენინგი ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოს მედია ორგანიზაციების (ბეჭდური, ონლაინ და მაუწყებლობა) წარმომადგენლებისთვის მონაცემთა ანალიზის საკითხებზე. ტრეინინგი სახელწოდებით - ღია მონაცემენზე მუშაობა მთავრობის ანგარიშვალდებულების ეფექტური მონიტორინგისთვის - არის IDFI-ის ტრენინგთა სერიის ნაწილია, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით მართავს. 

17 ივნისი 2019 image

მთავრობის ზედამხედველობის საკითხი ქართული მედიის და აქტივისტების ყურადღების ცენტრში

IDFI-იმ მთავრობის ზედამხედველობის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ 30-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტისთვის ორი პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა. 

7 მაისი 2019 image

ტრენინგი პროკურორებისა და გამოძიებლებისთის

საქართველოს პროკურატურის 20-მდე პროკურორმა და გამომძიებელმა გენდერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ტრენინგი ჩატარდა IDFI-ის ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო.

4 თებერვალი 2019 image

IDFI-იმ ახალი პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ განხორციელება ჟურნალისტების ტრენინგით დაიწყო

IDFI-მ ახალი პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) განხორციელება ჟურნალისტების ტრენინგით დაიწყო. 22-მდე ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენელს, საშუალება ქონდათ გაეგოთ მეტი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო ტენდერებში საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შესახებ.