ტრენინგები

8 ივლისი 2019 image

ქართული მედიის გაძლიერება მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგის მიზნით

2019 წლის 3-4 ივნისს, IDFI-იმ ყვარელში ტრენინგი ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოს მედია ორგანიზაციების (ბეჭდური, ონლაინ და მაუწყებლობა) წარმომადგენლებისთვის მონაცემთა ანალიზის საკითხებზე. ტრეინინგი სახელწოდებით - ღია მონაცემენზე მუშაობა მთავრობის ანგარიშვალდებულების ეფექტური მონიტორინგისთვის - არის IDFI-ის ტრენინგთა სერიის ნაწილია, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით მართავს. 

17 ივნისი 2019 image

მთავრობის ზედამხედველობის საკითხი ქართული მედიის და აქტივისტების ყურადღების ცენტრში

IDFI-იმ მთავრობის ზედამხედველობის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ 30-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტისთვის ორი პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა. 

7 მაისი 2019 image

ტრენინგი პროკურორებისა და გამოძიებლებისთის

საქართველოს პროკურატურის 20-მდე პროკურორმა და გამომძიებელმა გენდერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ტრენინგი ჩატარდა IDFI-ის ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო.

4 თებერვალი 2019 image

IDFI-იმ ახალი პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ განხორციელება ჟურნალისტების ტრენინგით დაიწყო

IDFI-მ ახალი პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) განხორციელება ჟურნალისტების ტრენინგით დაიწყო. 22-მდე ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენელს, საშუალება ქონდათ გაეგოთ მეტი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო ტენდერებში საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შესახებ.  

10 დეკემბერი 2018 image

ტრენინგი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და სიძულვილის ენაზე პროკურორებისთვის და ჟურნალისტებისთვის

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს და სიძულვილის ენას ეხებოდა IDFI-ის მიერ ორგანიზებული 2 დღიანი ტრენინგი, რომელშიც 35-მდე წამყვანი მედია საშუალების და მთავარი პროკურატურის სპიკერი და მენეჯერი პროკურორები მონაწილეობდნენ.

20 ნოემბერი 2018 image

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

18-20 ნოემბერს IDFI-იმ, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი ხსენებული ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას აფასებს.

14 ნოემბერი 2018 image

გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგი გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ

საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოების პროკურორებმა და გამომძიებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა IDFI-ის ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, და საქართველოს პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

15 მარტი 2017 image

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

9-11 მარტსინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონალური ორგანიზაციებისთვის ტრენინგები ჩაატარეს.ტრენინგები ჩატარდა პროექტის - „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“- ფარგლებში.

9 მაისი 2016 image

უსაფრთხოება დღეს! - ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

განათლების მულტიმედიის ცენტრში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და კომპანია SECURE-მა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩაატარეს ტრენინგის კურსი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე სახელწოდებით “უსაფრთხოება დღეს!“

3 მაისი 2016 image

უსაფრთხოება დღეს!

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კომპანია SECURE იწყებენ ტრენინგების სერიას „უსაფრთხოება დღეს.“