ტრენინგები

25 იანვარი 2016 image

სალექციო კურსი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

21 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) ორგანიზებით საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო კურსი „საქართველო 2020 – კონკურენციის რეგულირება სატელეკომუნიკაციო სფეროში“, რომელსაც გაუძღვნენ IDFI-ის და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი – უჩა სეთური და IDFI-ის პროექტის კოორდინატორი – საბა ბუაძე.

11 იანვარი 2016 image

სალექციო კურსები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2016 წლის 8 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სალექციო კურსი.

3 დეკემბერი 2015 image

სალექციო კურსი - კარგი მმართველობა საქართველოში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლა (GIPA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), და ბრემენის უნივერსიტეტი, სტუდენტებს 2015 წლის დეკემბერში სთავაზობს სალექციო ბლოკ-კურსს „კარგი მმართველობა საქართველოში“, რომელსაც გაუძღვება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი.

24 ნოემბერი 2015 image

IDFI-მ ტრენინგი ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა ჩაატარა

15 და 22 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამართა ტრენინგი სახელწოდებით ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა". ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის ,,საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერების" ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. 

29 ოქტომბერი 2015 image

სალექციო ბლოკ-კურსი - ფინანსური აღრიცხვის და ინვესტიციების საფუძვლები

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ორდღიან სალექციო ბლოკ-კურსში „ფინანსური აღრიცხვის და ინვესტიციების საფუძვლები“ (სალექციო კურსის დეტალური ინფორმაცია ნახეთ ბმულზე). სალექციო კურსს გაუძღვებიან ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტები სებასტიან ტიდემანი, მაქს ნეუბაუერი და ოლივერ სტეინებახი.

15 ოქტომბერი 2015 image

IDFI-ს ანალიტიკოსმა ელ-ჩართულობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

IDFI-ს ანალიტიკოსმა, თამარ იაკობიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის ელ.ჩართულობის შესახებ  ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

7 ოქტომბერი 2015 image

IDFI-ის ანალიტიკოსებმა CSRDG-ის მიერ ორგანიზებული დასკვნითი ტრენინგი ჩაატარეს

IDFI-ის ანალიტიკოსებმა 23-24 და 28-29 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩაატარებს.

29 სექტემბერი 2015 image

საჯარო ლექცია - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს IDFI-მ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართა საჯარო ლექცია ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში. 

 

21 აგვისტო 2015 image

IDFI-ის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

20 აგვისტოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა, გოგა თუშურაშვილმა და იურისტმა, ნინო მერებაშვილმა ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

8 აგვისტო 2015 image

IDFI-ს ანალიტიკოსებმა მორიგი ტრენინგი ჩაატარეს

IDFI-ს ანალიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ორგანიზებულ სამი ორდღიან ტრენინგში თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში.