IDFI-ის ანალიტიკოსებმა CSRDG-ის მიერ ორგანიზებული დასკვნითი ტრენინგი ჩაატარეს

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 ოქტომბერი 2015

IDFI-ის ანალიტიკოსებმა 23-24 და 28-29 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ორგანიზებით, ტრენინგი ჩაატარეს.

 

ტრენინგი პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში ჩატარდა.

 

IDFI-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგი უკვე მეხუთედ ჩაატარეს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შშმ პირებსა და ხანდაზმულებს სოციალურ სერვისებს აწვდიან. პირველი, 3 დღიანი და შემდგომი, 2 დღიანი ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობისთვის. 

 

ტრენინგის ამოცანებს წარმოადგენდა ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, სამოქალაქო ჩართულობის თანამედროვე საშუალებების (ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა) გაცნობა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზის უნარების განვითარება.

 

IDFI-ს ანალიტიკოსებმა თაკო იაკობიძემ და გიორგი ხიშტოვანმა ტრენინგის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჩართულობის საკანონმდებლო რეგულაცია საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო ინფორმაციის მიღების პრაქტიკა საქართველოში. ასევე განიხილეს ელ-მმართველობის, ელ-გამჭვირვალობისა და ინტერნეტის მოხმარების ტენდენციები საქართველოში, ასევე განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების და დამტკიცების ფაზები.

 

IDFI-ს წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და კონკრეტულ შემთხვევებზე ესაუბრნენ საკუთარი პრაქტიკიდან. 

 

ჯამში, ტრენინგში სულ მონაწილეობდა 50 სხვადასხვა ორგანიზაციის 86 წარმომადგენელი, როგორც დედაქალაქიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონის ქალაქებიდანაც: ზესტაფონი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, გორი, მცხეთა, გურჯაანი.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024