მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

20 დეკემბერი 2024 image

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული გამოსვლების ნეგატიურად გაშუქებაში რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართული. ამ ტიპის “მედიის” წარმომადგენლები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან და მაუწყებლობენ, წერენ ვლოგებსა და ვიდეომიმართვებს.

29 ნოემბერი 2024 image

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული და აშშ-ს მიერ ძებნილი (მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ს დაწესებული აქვს ჯილდო - 10 მილიონი დოლარი) რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე მალკევიჩი.

26 ნოემბერი 2024 image

როგორ აშუქებდა აზერბაიჯანული, სომხური და თურქული მედია საქართველოს არჩევნებს

26 ოქტომბრის არჩევნებს, სადაც მრავალი დარღვევა გამოიკვეთა და არ არის აღიარებული პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ, დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ მეზობელ ქვეყნებშიც. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არიან იმ ქვეყნების ლიდერებს შორის, რომლებმაც გამარჯვება მიულოცეს “ქართული ოცნებას”

18 ნოემბერი 2024 image

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

2024 წლის 18 ნოემბერს, ანტონ ვაჭარაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ეგიდით გამართულ კონფერენციაზე წარსდგა.

3 ოქტომბერი 2024 image

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

2024 წლის 2 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეპრესირებული “ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია გამართა.

1 ოქტომბერი 2024 image

მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში”

27-28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივისა (NSA) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” გამართა. 

13 სექტემბერი 2024 image

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მოქალაქეების თანაბარი და სრულფასოვანი ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაცია დღემდე გამოწვევას წარმოადგენს. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის კონტექსტში არანაკლებად საინტერესოა მათი ელექტორალური ქცევის შესწავლაც. 

 

5 აგვისტო 2024 image

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

ახმეტის მუნიციპალიტეტში IDFI-მ მემორიალური დაფა და საინფორმაციო ბანერი განათავსა, რომლებიც 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებას ეძღვნება.

1 აგვისტო 2024 image

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

ინტერვიუ ალისია ვანცეჟ–გლუზასთან, ერთ-ერთი უძველესი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის Fundacja Ośrodek KARTA-ს (KARTA ცენტრის ფონდის) თანადამფუძნებელთან, მასწავლებელთა მოძრაობა „სოლიდარობის“ აქტივისტთან (Niezależny Samorządny Związek Zawodowy “Solidarność” - დამოუკიდებელი თვითმმართველობის პროფკავშირი „სოლიდარობა“).

1 აგვისტო 2024 image

მე-5 საერთაშორისო კონფერენციის - “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” - ორგანიზება

 

 მე-5 საერთაშორისო კონფერენციის - “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” - ორგანიზება.