IDFI-მ ქუთაისში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში რეპრესირებულთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრები და ფილმის ჩვენება გამართა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელი მომავალთან“ თანამშრომლობით ქუთაისის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.