20-21 სექტემბერს, IDFI-მ, შეხვედრები გამართა პარტნიორ ორგანიზაციებთან ჩეხეთიდან, სომხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან.
2023 წლის 8-11 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციებში პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში.
2023 წლის 21 ივლისს, მწერალთა სახლში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) “სტალინური სიების“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა.
2023 წლის 6 ივლისს დასრულდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი სასწავლო პროგრამა “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები” და სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
2023 წლის 22-23 ივნისს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მე-9 წლიური კონფერენცია - “ახალი საზღვრები: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების ფონზე” გაიმართა.
2023 წლის 7-9 ივნისს, გერმანია/ავსტრიაში დაფუძნებული კვლევითი ქსელის „საბჭოთა ამბივალენტურობა: დიასპორული ეროვნებები დისკრიმინაციის კოლექტიურ გამოცდილებასა და ინდივიდუალურ ნორმალიზებას შორის, 1953-2023 წლებში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, კონფერენცია “საბჭოთა ამბივალენტურობა” გაიმართა.
6 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) “კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის” ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, კვლევის - „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“ პრეზენტაცია გამართა და კვლევის ძირითადი მიგნებები წარადგინა.
კვლევის - “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში” - მესამე ეტაპის ფარგლებში, IDFI-მ განხორციელდა სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაოსატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა.
2023 წლის 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, 1923 წელს “საქართველოს სამხედრო ცენტრის” დახვრეტილ წევრებს მიენიჭოთ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით გრძელდება სასწავლო პროგრამა: “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები”.