სიახლეების გამოწერა

სტატია

31 აგვისტო 2018 image

IDFI-მ საერთაშორისო ინსტიტუტ CEVRO-ს ჟურნალისთვის სამი სტატია დაწერა

IDFI აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების ინსტიტუტ CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმებიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგუმული ნაბიჯების შესახებ ჟურნალების გამოქვეყნებას. ინსტიტუტი CEVRO 1999 წელს დაარსდა პრაღაში როგორც საჯარო პოლიტიკის თინქ-თენქი და დღემდე მრავალ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს განათლების სფეროში

26 ივლისი 2018 image

IDFI ფინანსურად სრულად გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა

უკვე მესამე წელია IDFI სახელდება, როგორც ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე კვლევითი ორგანიზაცია. Transparify-მ მას 2018 წელსაც უმაღლესი – ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიანიჭა.

 

23 ივლისი 2018 image

OGP-ის გლობალური სამიტი საქართველოში

17-19 ივლისს, თბილისში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტი გაიმართა. სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

23 ივლისი 2018 image

როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

2018 წლის ივლისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), თბილისში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მე-5 გლობალურ სამიტზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დისკუსია გამართა.

20 ივლისი 2018 image

2018 წლის ინოვაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა

ინოვაციის გლობალური ინდექსით საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა, 68-ე ადგილიდან 59-ე ადგილზე გადაინაცვლა და წინა წლებთან შედარებით  ყველაზე მაღალი 35.05 ქულა დააგროვა.

17 ივლისი 2018 image

ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა

ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.

16 ივლისი 2018 image

ღია მმართველობის პარტნიორობა - გლობალური სამიტები და საქართველოს მიღწევები

“ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP - Open Government Partnership) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, იგი 76 ქვეყანას აერთიანებს. პარტნიორობა წარმოადგენს მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის მიერ გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის,  აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ვალდებულებების აღებას. 

7 ივნისი 2018 image

საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა. ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.

29 მაისი 2018 image

ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში: IDFI-იმ კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მთავარი გამოწვევა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა. სწორედ ამ პრობლემის გამო, მწირია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ღია და დამუშავებად ფორმატში აქვეყნებენ. მართალია, არსებობს ღია მონაცემების ერთიანი სახელმწიფო პორტალი, მაგრამ საჯარო დაწესებულებები კანონმდებლობით ვალდებულნი არ არიან ცალკეული მონაცემები ამ პორტალზე გამოაქვეყნონ და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.

28 მაისი 2018 image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები და კანონპროექტის პრეზენტაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, მართლმსაჯულების/იურიდიული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და OSGF-ის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ჩიტიძემ.