სახელმწიფო არქივების ღიაობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: IDFI-იმ ახალი ვებგვერდის და კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 24 ოქტომბერი 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია საზოგადოება - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდის - www.Open-Archives.org - პრეზენტაცია გამართა.


შეხვედრა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნა. მან მიმოიხილა ის მიღწევები და გამოწვევები, რაც არქივების ღიაობის კუთხით არსებობს საქართველოში. გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვებგვერდის ტექნიკური შესაძლებლობები და ასევე ისაუბრა იმ საინტერესო მონაცემებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.


IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ წარმოადგინა IDFI-ის და მისი პარტნიორების, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწე ისტორიკოსების და მკვლევარების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგები. კვლევაში წარმოდგენილია 10 ქვეყნის 18 სახელმწიფო არქივის ღიაობის და ხელმისაწვდომობის ხარისხი. დოკუმენტი ემყარება IDFI-ისა და პარტნიორების მიერ ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც 5 კომპონენტისგან შედგება: საარქივო კანონმდებლობა, არქივებთან დაკავშირებული სხვა კანონმდებლობა, საარქივო სერვისები, არქივის ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი.


თითოეულ ქვეყანაში, გარდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთისა, შეფასდა ორი არქივი: ერთი – ქვეყნის ძირითადი არქივი (ეროვნული ან საისტორიო არქივი), ხოლო მეორე – ძალოვანი სტრუქტურის არქივი. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში 2-2 არქივის შეფასება ვერ მოხერხდა, რადგან მკვლევარებს ძალოვანი არქივის შეფასების საშუალება ფიზიკურად არ მიეცათ,“ აღნიშნა ანტონ ვაჭარაძემ.


შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ საარქივო ღიაობის კუთხით ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად. არქივები, რომლებმაც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს, შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, წერილობით განმარტავენ დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებს.

 

უმეტესწილად, ძალოვანი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის არქივებს არ აქვთ თავისი საკუთარი ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი, შესაბამისად, მათი ღიაობის პროცენტი ძალიან დაბალია.

 

18-იდან მხოლოდ 2 არქივის სამკითხველო დარბაზებშია შესაძლებელი საკუთარი ფოტოაპარატით საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება.

 

ღონისძიების ფოტო ალბომი იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-იმ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ღია მონაცემებზე ტრენინგი ჩაუტარა

21.10.2020

IDFI-მ პროექტის „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა

20.10.2020

Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუმჯობესდა

16.10.2020

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასებით

15.10.2020
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ

02.10.2020

IDFI-ს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თაობაზე

24.09.2020

არასამთავრობოები მოქმედი მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის გაასაჯაროებას მოითხოვენ

11.09.2020

კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

08.09.2020
ბლოგპოსტები

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

13.10.2020

კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე და რუსული კვალი

03.09.2020

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში უკრაინის წამყვანი პოზიცია საშიშროების წინაშე დგას

02.09.2020

რუსული სპორტი და პოლიტიკა

13.08.2020