სახელმწიფო არქივების ღიაობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: IDFI-იმ ახალი ვებგვერდის და კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 24 ოქტომბერი 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია საზოგადოება - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდის - www.Open-Archives.org - პრეზენტაცია გამართა.


შეხვედრა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნა. მან მიმოიხილა ის მიღწევები და გამოწვევები, რაც არქივების ღიაობის კუთხით არსებობს საქართველოში. გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვებგვერდის ტექნიკური შესაძლებლობები და ასევე ისაუბრა იმ საინტერესო მონაცემებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.


IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ წარმოადგინა IDFI-ის და მისი პარტნიორების, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწე ისტორიკოსების და მკვლევრების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგები. კვლევაში წარმოდგენილია 10 ქვეყნის 18 სახელმწიფო არქივის ღიაობის და ხელმისაწვდომობის ხარისხი. დოკუმენტი ემყარება IDFI-ისა და პარტნიორების მიერ ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც 5 კომპონენტისგან შედგება: საარქივო კანონმდებლობა, არქივებთან დაკავშირებული სხვა კანონმდებლობა, საარქივო სერვისები, არქივის ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი.


თითოეულ ქვეყანაში, გარდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთისა, შეფასდა ორი არქივი: ერთი – ქვეყნის ძირითადი არქივი (ეროვნული ან საისტორიო არქივი), ხოლო მეორე – ძალოვანი სტრუქტურის არქივი. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში 2-2 არქივის შეფასება ვერ მოხერხდა, რადგან მკვლევრებს ძალოვანი არქივის შეფასების საშუალება ფიზიკურად არ მიეცათ,“ - აღნიშნა ანტონ ვაჭარაძემ.


შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ საარქივო ღიაობის კუთხით ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად. არქივები, რომლებმაც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს, შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, წერილობით განმარტავენ დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებს.

 

უმეტესწილად, ძალოვანი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის არქივებს არ აქვთ თავისი საკუთარი ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი, შესაბამისად, მათი ღიაობის პროცენტი ძალიან დაბალია.

 

18-იდან მხოლოდ 2 არქივის სამკითხველო დარბაზშია შესაძლებელი საკუთარი ფოტოაპარატით საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება.

 

ღონისძიების ფოტო ალბომი იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024

კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

06.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023