კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება „TV MR საქართველოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

სიახლეები | განცხადებები 19 მარტი 2014

 

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის“ ყურადღებით აკვირდება უკანასკნელ პერიოდში კომპანია „TV MR საქართველოში“ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების პროცესს.

„TV MR საქართველო“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის შვილობილ კომპანიას საქართველოში, რომლის რეიტინგებსაც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარეკლამო ბაზრის განსასაზღვრად.

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომპანია „TV MR საქართველოს“ მიერ კვლევაში მონაწილე პირთა  პერსონალური მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა  საფრთხის შემცველია ქვეყანაში მაუწყებელთა რეიტინგების გაზომვის პროცესისათვის, ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვევს „TV MR საქართველოს“ მიმართ კერძო კომპანიების მხრიდან უნდობლობა, რაც უსათუოდ უარყოფითად აისახება როგორც კომპანიის შემოსავლებსა და ფუნქციონირებაზე, ასევე სარეკლამო ბაზრის მდგრადობაზე.

მივესალმებით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ კოალიციასთან გაცხადებულ პოზიციას - მედიაციისათვის მზაობის თაობაზე და ვიტოვებთ იმედს, რომ შემოსავლების სამსახური გადახედავს საკითხისადმი უწყების  მიდგომას და მოთხოვნებს, იმგვარად, რომ საგადასახადო შემოწმებამ არ დააზარალოს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კერძო კომპანიის საქმიანობა.

კოალიცია აქამდეც მოქმედებდა „TV MR საქართველოსთან“ დაკავშირებული პროცესის მოგვარების მიმართულებით და გამოთქვამს მზადყოფნას უფრო აქტიურად გააგრძელოს მხარეებს შორის შეთანხმების პროცესში მედიატორის ფუნქციის შესრულება.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

  • ფონდი„ღია საზოგადოება საქართველო“;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
  • რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  • რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • მედიაკლუბი;
  • პრესის ასოციაცია;
  •  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  •  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  •  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024