ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 27 მარტი 2025

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. 

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, “რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედია ორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.



საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი). 



როგორც სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაშია მითითებული, სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.



აღსანიშნავია, რომ საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ,,ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიციირებაც. აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ,,ქართულ ოცნებას“  კი ამ აქტით “რუსული კანონის” შენიღბვა სურს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები (Kobaliya and Others v. Russia, No. 39446/16 და 106 სხვა) (Ecodefence and Others v. Russia, Nos. 9988/13 და 60 სხვა) ნათლად ადასტურებს, თუ როგორ გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონები ქვეყანაში დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად, რომელიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.



აღსანიშნავია, რომ საქმის გაგზავნის დღიდან “ქართული ოცნების” პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საფოსტო გზავნილის ამონაწერი გავასაჯაროვეთ, პროპაგანდისტულმა მედია-საშუალებებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მასზე სასამართლოს ხელმოწერა არ ჩანდა. საქმის რეგისტრაციის შემდეგ პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა სხვადასხვა პროცედურული საკითხით მანიპულირებით განაგრძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უმაღლესი თანამდებობის პირები დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერებას.  

 

,,რუსული კანონი” არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. რუსული კანონებისა და ცენზურის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024