ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 4 აპრილი 2025

2025 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა, ქართული მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის, ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქცირება განხორციელდა აშშ-ს მიერ იგივე პირებისთვის  კორუფციაში სავარაუდო ჩართულობის გამო სავიზო შეზღუდვების დაწესებიდან ორი წლის თავზე.  

 

აქვე გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის 12 იანვარს, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დასამონიტორინგებლად 300-მდე თანამდებობის პირი შეარჩია. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო IDFI, ხოლო დეკლარაციების მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა ანტიკორუფციულ ბიუროს.

 

300 თანამდებობის პირიდან მხოლოდ ოთხმა დააყენა ეჭვქვეშ დამოუკიდებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ოთხივე იყო მოსამართლე, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. მათ, სასამართლოს მეშვეობით გააჩერეს საკუთარი დეკლარაციების შემოწმება. ამ საქმეებზე სასამართლო სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავაც მიმდინარეობს და დამოუკიდებელი კომისიის წევრები მოწმის სტატუსით იკითხებიან. 

 

ამოუხსნელია, რატომ შეიძლება ჰქონოდა მოსამართლეს, რომელიც საკუთარ თავს კეთილსინდისიერად მიიჩნევს, წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს გამოძიების ფუნქცია არ გააჩნია, აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანობა კი უკიდურესად შეზღუდულია. 

 

ნიშანდობლივია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკავშირის ერთ-ერთი აღუსრულებელი რეკომენდაციაა, რომლის შესრულების კრიტიკული საჭიროება საზოგადოებამ ნათლად დაინახა ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ადამიანების, ისევე როგორც მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სხვა რეპრესიული სისხლისა და ადმინისტრაციული საქმების განხილვისას. 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024