სიახლეების გამოწერა

დონორები

ეროვნული უსაფრთხოების არქივი

ეროვნული უსაფრთხოების არქივი აერთიანებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრს, საგარეო საქმეთა კვლევით ინსტიტუტს, ბიბლიოთეკას და  ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო დოკუმენტების არქივს. ის არის ამერიკის ინფორმაციის თავისუფლების კანონის არაკომერციული მომხარებელი, საჯარო ინტერესის იურიდიული ორგანიზაცია, რომელის მიზანიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ღია მმართველობის გლობალური დაცვაა. ეროვნული უსაფრთხოების არქივისა და IDFI-ის თანამშრომლობა დაიწყო 2009 წლის პროექტიდან "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების) ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგი". ეროვნული უსაფრთხოების არქივი ფინანსურ პარტნიორობას უწევდა მას. 

www2.gwu.edu/~nsarchiv/

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს გერმანიის მხარეს და მის ინტერესებს მთელს მსოფლიოში. მისი და IDFI-ს თანამშრომლობა დაიწყო პროექტიდან "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)"  

www.auswaertiges-amt.de/EN/AAmt/Uebersicht_node.html

შვეიცარიის საელჩო საქართველოსა და სომხეთში

შვეიცარიის სალეჩო წარმოადგენს შვეიცარიის მხარესა და მის ინტერესებს პოლიტიკურ, ფინანსურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საკითხებში. შვეიცარიის საელჩოსა და IDFI-ის თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყო პროექტის  "სტალინის სიები საქართველოზე" ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

www.eda.admin.ch/tbilisi

გაეროს განვითარების პროგრამა

გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ვითარების ცოდნა ემსახურება უკეთესი ცხოვრების მშენებლობას მთელს მსოფლიოში. გაეროს განვითარების პროგრამა საქმიანობს 177 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე. ის მუშაობს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების შეჩერება, გარემოს დაცვა და პასუხისმგებლიანი მმართველობის ხელშეწყობა. გაეროს განვითარების პროგრამისა და IDFI-ის თანამშრომლობა დაიწყო პროექტიდან "ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა"

www.ge.undp.org/

ევროპის საბჭო და ევროპის კავშირი

ევროკავშირი მსოფლიოს უმსხვილესი ინტეგრირებული ეკონომიკური და სავაჭრო ბლოკია, რომლის წევრიც არის 28 ქვეყანა. (http://bit.ly/1GmRrRv)ევროპის საბჭოს წევრი კი ევროპის 47 სახელმწიფოა. მიზნები: ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის დაცვა; ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება და სხვა. ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირისა და IDFI-ის თანამშრომლობა პროექტიდან "ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" იწყება. ევროპის კავშირი აღნისნული პროექტის ფინანსური პარტნიორია.  

www.coe.int/t/dgap/tbilisi/default_ge.asp

ღია საზოგადოების ფონდები

ღია საზოგადოების ფონდების მიზანი ძლიერი და ტოლერანტული დემოკრატიების მშენებლობაა, რომელთა მთავრობებიც ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ღია საზოგადოების ფონდები და IDFI 2010 წლიდან თანამშრომლობენ პროექტის "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების (ოფიციალური ვებ-გვერდბის) მონიტორინგი" ფარგლებში. პროექტს აფინანსებდა ღია საზოგადოების ფონდები. 

www.opensocietyfoundations.org

კვლევითი ორგანიზაციების ფონდი (ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი, OSI)

კვლევითი ორგანიზაციების ფონდი ხელს უწყობს საჯარო პოლიტიკის დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებს, იმისათვის რომ მათ გამოავლინონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, იკვლიონ აღნიშნული პრობლემები მიუკერძოებელ გარემოში და შეიმუშავონ საჯარო პოლიტიკის ალტერნატივები რაც გაამდიდრებს საჯარო დებატებს. ფონდი აგრეთვე შეისწავლის კვლევითი ორგანიზაციების სხვადასხვა როლსა და ფუნქციებს პოლიტიკურ და მმართველობის სფეეროებში. საკუთარი მიზნების მისაღწევად ფონდი გასცემს გრანტებს და აგრეთვე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა პრაქტიკულ საქმიანობას. 

https://www.opensocietyfoundations.org/about/programs/think-tank-fund

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და IDFI 2010 წლის პროექტიდან "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა საჯარო ინფორმაციის რეესტრი" თანამშრომლობს. 

www.osgf.ge

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და IDFI-ის თანამშრომლობა 2011 წლის პროექტიდან "საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება" იწყება. პროექტი განხორციელდა ევრაზიის თაამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

www.epfound.org/

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წამყვანი სამთავრობო დაწესებულებაა, რომლის მიზანია გლობალური სიღარიბის დაძლევა და დემოკრატიული საზოგადოების პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა. USAID და IDFI 2013 წლის პროექტიდან " საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო " თანამშრომლობენ. 

www.usaid.gov

აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ოთხწლიანი ინიციატივაა, რომელიც  USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოში საჯარო პოლიტიკის წარმატებული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდასა და საზოგადოების ინტერესების უკეთ დაცვას ისახავს მიზნად. აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და IDFI 2013 წლის პროექტიდან " საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო " თანამშრომლობენ.

www.ewmi-gpac.org/web/

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ნაწილს. ფუნდამენტური ღირებულებებია ეკოლოგია და მდგრადი განვითარება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა და სამართლიანობა.განსაკუთრებული თემაა გენდერული დემოკრატია, აგრეთვე  არაძალადობის და აქტიური სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და IDFI 2010 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა პროექტს "საარქივო დოკუმენტების კრებულის გამოცემა".

ge.boell.org/en

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international)

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის მიზანი საბაზისო, გარემოსდაცვით და დემოკრატიულ განათლების ხელშეწყობაა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე სიღარიბის დაძლევას და გენდერულ პრობლემატიკას. ფონდი საქმიანობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემოსავლების გაზრდის, შრომით პროცესებში მათი ინტეგრაციისა და კოოპერატივებში ორგანიზაციული პროცესების განმტკიცების მიმართულებითაც. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტისა და IDFI-ის თანამშრომლობა 2013 წლის პროექტიდან "ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა" იწყება. პროექტი განხორციელდა  სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით. 

www.dvv-international.ge/

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში

ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დამყარდა. ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის განვითარებისკენაა მიმართული. ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და IDFI-ის თანამშრომლობა პროექტიდან "ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" იწყება. 

georgia.nlembassy.org/

მაგთიკომი

მაგთიკომი 18 წელია ოპერირებს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. დღეისთვის მაგთიკომი 5 ბრენდს აერთიანებს და ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, ინტერნეტსა და თანამგზავრულ სატელევიზიო მაუწყებლობას. „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით კომპანიამ ასეულობით პროექტი განახორციელა ქართული კულტურის, ხელოვნების, განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის მხარდასაჭერად.

www.magticom.ge