საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა

3 მაისი 2022 image

ეკიმჯიევი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ   ფარული მიყურადებისა და ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემთა შენახვის  მაღალი სტანდარტი დაადგინა.

 

26 იანვარი 2022 image

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული

წინამდებარე კრებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ 10 მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აერთიანებს. მისი მიზანია მკითხველს გააცნოს პრეცედენტული სამართალი, არსებული რეალობისა და გამოწვევების შესაბამისად განვითარებული ახალი მიდგომები.

10 თებერვალი 2021 image

გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ: მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა გამოიწვია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმის გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ განხილვამ (გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 1 დეკემბერს) „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ ცნების განვრცობის შესაძლებლობა მისცა.  ეს საქმე მოსამართლეთა დანიშვნის საკითხსა და ამ პროცესში კანონის იმგვარ დარღვევას შეეხება, რომელიც შედეგად სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვას იწვევს.

8 თებერვალი 2021 image

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა vs. პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

 

2 აპრილი 2020 image

გამოხატვის თავისუფლება და ტექნოლოგიები - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

2020 წლის 20 იანვარს ადამიანისუფლებათაევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე Magyar Kétfarkú Kutya Párt v. Hungary საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო დაადამიანისუფლებათა ევროპულიკონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

11 თებერვალი 2020 image

გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში - ევროპული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

2019 წლის 25 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქმეზე ბჟეზინსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Brzeziński v. Poland).

3 ივლისი 2018 image

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა V. დავიწყების უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით  საქმეზე „მ.ლ და ვ.ვ გერმანიის წინააღმდეგ“ (M.L. and W.W. v. Germany ) დაადგინა ბალანსი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას შორის.

3 აპრილი 2018 image

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტთა საჯაროობის შესახებ

„ღიაობა აძლიერებს დემოკრატიას და ხელს უწყობს საზოგადოების მიერ ინსტიტუტთა საქმიანობის კონტროლს ... საზოგადოებისთვის შესაძლებლობის მიცემა ხელი მიუწვდებოდეს იმ განხილვებისა და დოკუმენტებისადმი, რომლებიც საფუძვლად უდევს საკანონმდებლო პროცესს დემოკრატიულ უფლებათა ეფექტური განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.“ აღნიშნული წარმოადგენს ამონარიდს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე ემილიო დე კაპიტანი ევროპარლამენტის წინააღმდეგ.

28 მარტი 2017 image

გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გლობალური პრინციპები

დოკუმენტში ჩამოყალიბებულია გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის 30 პრინციპი. აღნიშნული პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის. სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თუმცა, ამასთან, ხაზგასმულ იქნა, რომ კანონმდებლობის ცვლილების პროცესში აუცილებელია, დაცული იყოს ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის. 

6 თებერვალი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა

სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობა კარგი მმართველობის, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობაა. ამ მიმართულებით იურიდიული ჩარჩოს უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამართალწარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტის არსებობა.

პირველი წინა 1 2 ბოლო