კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის“ ყურადღებით აკვირდება უკანასკნელ პერიოდში კომპანია „TV MR საქართველოში“ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების პროცესს.
„TV MR საქართველო“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის შვილობილ კომპანიას საქართველოში, რომლის რეიტინგებსაც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარეკლამო ბაზრის განსასაზღვრად.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კომპანია „TV MR საქართველოს“ მიერ კვლევაში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა საფრთხის შემცველია ქვეყანაში მაუწყებელთა რეიტინგების გაზომვის პროცესისათვის, ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვევს „TV MR საქართველოს“ მიმართ კერძო კომპანიების მხრიდან უნდობლობა, რაც უსათუოდ უარყოფითად აისახება როგორც კომპანიის შემოსავლებსა და ფუნქციონირებაზე, ასევე სარეკლამო ბაზრის მდგრადობაზე.
მივესალმებით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ კოალიციასთან გაცხადებულ პოზიციას - მედიაციისათვის მზაობის თაობაზე და ვიტოვებთ იმედს, რომ შემოსავლების სამსახური გადახედავს საკითხისადმი უწყების მიდგომას და მოთხოვნებს, იმგვარად, რომ საგადასახადო შემოწმებამ არ დააზარალოს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კერძო კომპანიის საქმიანობა.
კოალიცია აქამდეც მოქმედებდა „TV MR საქართველოსთან“ დაკავშირებული პროცესის მოგვარების მიმართულებით და გამოთქვამს მზადყოფნას უფრო აქტიურად გააგრძელოს მხარეებს შორის შეთანხმების პროცესში მედიატორის ფუნქციის შესრულება.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები: