ჩვენი დაფინანსება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაფინანსებას სხვადასხვა წყაროებიდან იღებს. ეს წყაროებია: საერთაშორისო ფონდები, უცხოეთის ქვეყნების მთავრობები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, კერძო კომპანიები და ინდივიდები.

 

IDFI დონორის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების მიღებას თანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დაფინანსება შეესაბამება მის ხედვას და დასახულ მიზნებს, არ ახდენს უარყოფით გავლენას მის რეპუტაციასა და მიუკერძოებლობაზე.

 

ჩვენ არ ვიღებთ დაფინანსებას სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, პოლიტიკური პარტიებისა და/ან მათთან ასოცირებული პიროვნებებისგან. 

 

ჩვენი დაფინანსება არის საჯარო. წლების მიხედვით სრულად აღვრიცხავთ მიღებულ თანხას და გამჭვირვალობის მიზნით აქტიურად ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციას ჩვენს და სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში შექმნილ ვებგვერდებზე.

 

2015, 2016 და 2018 წლებში IDFI დასახელდა, როგორც ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე კვლევითი ორგანიზაცია. Transparify-მ მას უმაღლესი – ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიანიჭა.

  

 

IDFI-ის დაფინანსება წლების მიხედვით:

 

- 2022 წელი - 1,094,549 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2021 წელი - 1 294 298 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2020 წელი - 802 815 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2019 წელი - 956 755 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2018 წელი - 552 707 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2017 წელი - 524 995 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2016 წელი - 477 516 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2015 წელი - 472 283 აშშ დოლარი - ანგარიშის ვიზუალიზაცია - დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2014 წელი - 485 132 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში პროექტების მიხედვით - ანგარიშის ვიზუალიზაციადამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა 

 

- 2013 წელი - 270 700 აშშ დოლარი - ფინანსური ანგარიში პროექტების მიხედვით

 

- 2012 წელი - 374 000 აშშ დოლარი 

 

- 2011 წელი - 150 000 აშშ დოლარი

 

 

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource-მა შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცენ ორგანიზაციას გრანტი.