სიახლეების გამოწერა

ბლოგპოსტები

9 მარტი 2018 image

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა

2017 წლის 31 ივლისს, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა. კერძოდ, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემა მოითხოვა.

4 დეკემბერი 2017 image

როგორ ვებრძოლოთ კორუფციას შესყიდვებში: გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის პროექტი

კორუფციასთან მებრძოლებისთვის სახელმწიფო შესყიდვები საყურადღებოა ორი მიზეზის გამო: 1.სახელმწიფო შესყიდვები რთული სფეროა; და 2. სფეროში ხშირია კორუფციული გარიგებები. ეს უკანასკნელი განაპირობებს სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკისთვის, ხოლო პირველი მიზეზი ართულებს სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიკორუფციული საქმიანობით არიან დაკავებულნი, უწევთ შესყიდვების მარეგულირებელ კანონებთან, რეგულაციებთან, სტანდარტულ სატენდერო დოკუმენტაციასა და პრაქტიკასთან შეჭიდება. სფეროს სირთულიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მხოლოდ  აწარმოონ კამპანია და მოუწოდონ სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ მეტი გამჭვირვალობა და მეტად მკაცრი სასჯელი კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში.

30 ნოემბერი 2017 image

მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვა

2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ მინისტრის ივანე მერაბიშვილის საქმეზე. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. სახელმწიფომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამჯერად საკითხი დიდი პალატის 17 მოსამართლის შემადგენლობით იქნა განხილული.

10 ოქტომბერი 2017 image

ქ. თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზა) კი მოუწესრიგებელია. საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი სწორედ ამ ქუჩაზე არის გამოწერილი.

6 ოქტომბერი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებებში იურიდიული პირების დაშტრიხვის საკითხი

2015 წლის 19 ოქტომბერს სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელეები არიან ივანე ამირაძე და სხვები სრული სახით, მხარეთა სახელების დაშტრიხვის გარეშე.

11 აგვისტო 2017 image

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გამოწვევები

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია - საზოგადოებას შესთავაზოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი პროგრამები.

4 ივლისი 2017 image

უქმე დღეები ევროპასა და საქართველოში

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შემოთავაზებული კანონპროექტით, უკრაინაში არსებული 11 უქმე დღის 9-მდე შემცირება იგეგმება. უქმდება 1-2 მაისი, 8 მარტის მაგივრად, 9 მარტს შევჩენკოს დღე აღინიშნება, 9 მაისის მაგივრად კი დაგემილია 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღის დაწესება, ხოლო სულთმოფენობის შემდგომი ორშაბათის მაგივრად, სექტემბერში ოჯახის დღე აღინიშნება.

15 ივნისი 2017 image

რატომაა მდგრადი განვითარების მიზნები მნიშვნელოვანი?

მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG-ებზე) ერთ-ერთი ყველაზეხშირად დასმული კითხვაა არის ის, თუ რატომაა საჭირო კიდევ ერთი ჩარჩო, როდესაც არსებობს საერთაშორისო კონვენციები, ეროვნული დონის პოლიტიკები და სტრატეგიები, რომლებიც 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს აგვარებენ.

19 აპრილი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი დააწესა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტს დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შემფასებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით.  

17 მარტი 2017 image

რუსეთის რბილი და ხისტი ძალა საქართველოს წინააღმდეგ

რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ომი კვლავ აქტუალური საკითხია როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ურთიერთობებში. განსაკუთრებით იმ ცნობების ფონზე, რომლის თანახმად, რუსეთი უხეშად ჩაერია აშშ-ის არჩევნებში და სავარაუდოდ, გავლენა იქონია მის შედეგზე. ევროპული სახელმწიფოები უკვე სრულად აცნობიერებენ რუსული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ოპერაციების საფრთხეს და ცდილობენ შესაბამისი ზომები მიიღონ.

პირველი წინა 1 2 3 ბოლო