ვაკანსიები

ბოლო ვადა : 10 მარტი 2024

  IDFI აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებაში ფუნქცია-მოვალეობები: სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს სამართალწარმოებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება: - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის/ბიზნესპროცესის კვლევა/ანალიზი- განცხადებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პირველადი ვერსიების მომზადება;- ადმინისტრაციულ, აგრეთვე სასამართლო განხილვებში მონაწილეობის მიღება;- სამართალწარმოების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების აღრიცხვა/კლასიფიკაცია. დატვირთვის შესაბამისად, სტაჟიორს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს IDFI-ს მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   - უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული);- კონკურსანტს უნდა შეეძლოს ძირითადი საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება.   შეფასების კრიტერიუმები: - ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების, ცოდნა, მათი მნიშვნელობის გააზრება და ამ ცოდნის გამოყენების უნარი (25%);- ანალიტიკური და სამართლებრივი აზროვნებისა და წერის უნარი (45%);- აპლიკანტის ენთუზიაზმი და მოტივაცია არასამთავრობო სექტორში საქმიანობის მიმართ (20%);- წინარე აკადემიური ან/და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება (10%). კონკურსის ეტაპები: - განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მარტი ;- განაცხადების გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება; - წერილობითი დავალება; - გასაუბრება;- გამარჯვებულის გამოვლენა: 2024 წლის 31 მარტი. ანაზღაურება: 800 ლარი (დარიცხული). სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი (საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შემუშავდეს სტაჟიორზე მორგებული სამუშაო გრაფიკი). სტაჟირების ვადა: სტაჟირების ვადა - მაქსიმუმ 4 თვე. ვადის ამოწურვის შემდგომ, სტაჟიორს მიეცემა IDFI-ში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა თუ სტაჟირების ამოწურვის მომენტისთვის იგი მიიღებს მიმართულების მაღალ შეფასებას. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტარას შევჩენკოს ქ. N20   წარმოსადგენი დოკუმენტაცია: - CV - რეზიუმე; (გთხოვთ, CV-ს დაურთოთ ან “ლინკად” მიუთითოთ თქვენ მიერ მომზადებული ანალიტიკური/აკადემიური ნაშრომები - არსებობის შემთხვევაში);   - სამოტივაციო წერილი: სამოტივაციო წერილი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (სამოტივაციო წერილი არ უნდა აჭარბებდეს 500 სიტყვას). - აპლიკანტი არ არის შეზღუდული წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელსაც რელევანტურად მიიჩნევს საკუთარი განაცხადის გაძლიერების მიზნებისთვის. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები შეფასდება. აპლიკაციის გამოგზავნის წესი:   კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულოა აპლიკანტმა მოთხოვნილი დოკუმენტები: რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, აგრეთვე, აპლიკანტის სურვილით წარმოდგენილი სხვა დამატებითი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე - vacancies@idfi.ge   Subject-ში უნდა მიეთითოს - “სტაჟირება - კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულება”.   დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით.

ბოლო ვადა : 19 თებერვალი 2024

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომუნიკაციების მიმართულებით.   ვაკანსიის ტიპისტაჟირება, სრულ განაკვეთზე (10:00 – 19:00)   მდებარეობათბილისი, ტ.შევჩენკოს ქ.N20.   ფუნქცია-მოვალეობები: - სოციალური მედიის და ვებგვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება;- სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრებისა ორგანიზებაში მონაწილეობა;- სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა;- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: - უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში;- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)- უპირატესად ჩაითვლება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop   ჩვენ ვაფასებთ ყველა ჩვენს სტაჟიორს და ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება თქვენს კარიერულ მიზნებს. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე სტაჟირების განმავლობაში და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა კომუნიკაციების სფეროში. თქვენ ასევე მიიღებთ პროფესიონალურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას და გექნებათ შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი პროფესიული კონტაქტების წრე.   ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.idfi.ge   როგორ გავაკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, სადაც აღნიშნული იქნება როგორ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნილებებს და სად მიიღეთ პოზიციისთვის შესაბამისი გამოცდილება.   დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) არაუგვიანეს 2024 წლის, 19 თებერვლისა. შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სტაჟირება - კომუნიკაციების მიმართულებით.       სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე. სტაჟირების ანაზღურება: 500 ლარი დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 8 ნოემბერი 2023
თანამდებობა : ანალიტიკოსი

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი - სრული (სამუშაო საათები 10:00-19:00)   ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები:   - ადგილობრივი თვითმმართველობისა და კარგი მმართველობის საკითხებზე კვლევითი სტატიების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება; - საჯარო და მუნიციპალური მონაცემების დამუშავება და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიტიკური ნაშრომების მომზადება; - (ადგილობრივი) ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის საშუალებებზე ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების ჩატარება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის; - კონფერენციების, პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა.     საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი) სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის ან სხვა შესაბამის დარგში;   - ანალიტიკური საქმიანობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;   - საჯარო/ღია მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;   - პრეზენტაციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;   - ინტერესი/გამოცდილება ელექტრონული მმართველობის საკითხებზე ჩაითვლება უპირატესად;   - ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;   - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;   - ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალობა;   - გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;   - შემჭიდროებულ ვადებსა და აქტიურ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2023 წლის 8 ნოემბრისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge  

ბოლო ვადა : 18 აპრილი 2023
თანამდებობა : სტაჟირება

ვაკანსიის ტიპისტაჟირება, ნახევარ განაკვეთზე   მდებარეობა თბილისი   სამუშაოს აღწერა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისკენ ისწრაფვის. ანალიტიკური ანგარიშების, კვლევებისა და რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით ჩვენ ვამაღლებთ სამოქალაქო ცნობიერებას და ამ გზით ხელს ვუწყობთ ადამიანის უფლებებსა და კარგ მმართველობას. ორგანიზაცია დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიზნით მხარს უჭერს სწორ რეფორმებს, პოლიტიკას, კანონებსა და პრაქტიკებს.   ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გუნდი სპეციალიზებულია კვლევითი პროგრამების წარმართვაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და ეძებს ეკონომისტ სტაჟიორს. ჩვენ ვატარებთ მრავალფეროვან კვლევებს, რომლებიც მოიცავს ეკონომიკური გავლენის შეფასებას, სამუშაო ძალის/განათლების ანალიზს, ეროვნული პოლიტიკის საკითხების ეკონომიკურ ანალიზს. ჩვენი კვლევები ზიარდება ანგარიშებისა და პრეზენტაციების სახით სხვადასხვა აუდიტორიასთან, მათ შორის მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს ასოციაციებთან და მედიის ყურადღების ცენტრშია. როგორც სტაჟიორს, გექნებათ შესაძლებლობა მჭიდროდ იმუშაოთ ეკონომისტებთან და უფროს მენეჯერებთან, ჩაერთოთ კვლევისა და ანგარიშგების პროცესში.   IDFI ეძებს ნიჭიერ სტუდენტებს, რომლებიც ახალი უნარების შეძენაზე არიან ორიენტირებული და არ ეშინიათ მასშტაბურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. გპირდებით შესაძლებლობას ჩვენს გუნდთან ერთად რეალურ პროექტებზე იმუშაოთ. იდეალური კანდიდატებად მივიჩნევთ ენთუზიასტს, ენერგიულ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უნდათ საკუთარი აკადემიური უნარების კვლევებში გამოყენება.   თქვენ ისწავლით:   -  პროექტის მენეჯმენტს – თქვენ დაგვეხმარებით თვალყური ვადევნოთ პროექტის ეტაპებს და გექნებათ შესაძლებლობა დაამყაროთ ურთიერთობები კლიენტებთან და კოლეგებთან, პროცესში ნახავთ თუ როგორია პროექტის მთლიანი ციკლი.   -  კვლევას - ჩვენ ვატარებთ სიღრმისეულ კვლევებს, რომლებიც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას, მოდელების შემუშავებას და მეორადი წყაროების ფართო მიმოხილვას. თქვენ ჩართული იქნებით ამ პროცესის თითოეულ ფაზაში, რაც მოგცემთ ღირებულ გამოცდილებას.   -  წერას – ჩვენი კვლევების შედეგად მზადდება ანგარიშები, კორპორატიული და საჯარო პრეზენტაციები, ინტერაქტიული მოდელები/ინსტრუმენტები. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ ჩვენს ეკონომისტებთან ამ ანგარიშების, პრეზენტაციების და კვლევების შედეგების მიწოდების სხვა საშუალებების მომზადების პროცესში. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს მონაცემების ვიზუალიზაციისა და მიგნებების კონტექსტუალიზაციისთვის. თქვენ გექნებათ თავისუფლება პრეზენტაციის ახალი ფორმატების შემუშავებაში და რთული იდეების აღწერაში ისე, რომ მარტივად გასაგები იყოს ფართო საზოგადოებისთვის.   თქვენგან ვითხოვთ: -  საზოგადოების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის, მოძველებული იდეებისა და სტატუს კვოს წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნას.   -  გამოცდილებას ეკონომიკაში, სტატისტიკაში, მათემატიკაში ან სხვა დაკავშირებულ დარგებში.   -  Microsoft Suite Office-ს (განსაკუთრებით Word, PowerPoint და Excel) ფლობას.   -  R, SAS, Stata, Python, Eviews-დან რომელიმეს ფლობას.   -  დეტალებზე ორიენტირებულობას და მასშტაბიანი პროექტების გამოწვევების დაძლევის უნარს.   -  თანამშრომლობის და კრეატიულობის სურვილს და კრიტიკულად აზროვნებას.   -  მინიმუმ ერთწლიან ფორმალურ ან არაფორმალურ კვლევით სამუშაო გამოცდილებას.   ჩვენ ვაფასებთ ყველა ჩვენს სტაჟიორს და ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება თქვენს კარიერულ მიზნებს. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად გრძელვადიანი პროექტის შემუშავებაზე, რომელიც განხორციელდება სტაჟირების განმავლობაში და საშუალებას მოგცემთ ისწავლოთ ეკონომისტებისაგან და ტექნიკური ექსპერტებისგან პროექტის პროცესის ყველა ეტაპზე. თქვენ ასევე მიიღებთ პროფესიონალურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას და გექნებათ შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი პროფესიული კონტაქტების წრე.   IDFI თანაბრად იძლევა დასაქმების შესაძლებლობას. ორგანიზაცია ორიენტირებულია მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზე. ჩვენ ვკრძალავთ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და შევიწროებას, რასის, ფერის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნული წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობების, გენეტიკური ინფორმაციის, ორსულობის ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია კანონმდებლობით.   როგორ გავაკეთოთ განაცხადი   ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, სადაც აღნიშნული იქნება როგორ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნილებებს და სად მიიღეთ პოზიციისთვის შესაბამისი გამოცდილება.   დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 18 აპრილისა, 2023, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge. სათაურში მიუთითეთ “Econ&Soc Policy intern”.

ბოლო ვადა : 21 თებერვალი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანის უფლებების დაცვას და კარგ მმართველობას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით, სიღრმისეული საინფორმაციო ანგარიშების, კვლევებისა და რეკომენდაციების მეშვეობით; დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად ჩვენ ვახდენთ პოლიტიკის, კანონებისა და კარგი პრაქტიკის რეფორმების ინიცირების და განხორციელების ადვოკატირებას.   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის "საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით" ფარგლებში, აფასებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხს ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში და ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას საჯარო-კერძო დიალოგის შესახებ. IDFI ეძებს ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც განახორციელებს საჯარო-კერძო დიალოგის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის კვლევას ნორმატიული/სამართლებრივი აქტების (კანონები, რეგულაციები) მოსამზადებლად და ჩაატარებს ტრენინგს დიალოგის (კვლევაზე დაყრდნობით) შესახებ საჯარო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის წარმომადგენლებისთვის.   ძირითადი მოვალეობები:   ექსპერტმა/კონსულტანტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და IDFI-ს თან თანამშრომლობით, უნდა გააანალიზოს საჯარო სექტორის კერძო/არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილება ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში და მოამზადოს კვლევითი ანგარიში; ჩაუტაროს ტრენინგი საშუალო/მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებს და წარუდგინოს მათ კვლევის შედეგები; მონაწილეობა მიიღოს პროექტის გუნდის შეხვედრებში. ექსპერტმა/კონსულტანტმა უნდა მოამზადოს:   - საჯარო და კერძო სექტორებს შორის ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში დიალოგის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა. დოკუმენტი უნდა იყოს დაახლოებით 15-20 გვერდი და მომზადდეს ინგლისურ ენაზე. კვლევა უნდა მომზადდეს პროექტის გუნდთან კოორდინაციით და მათ მიერ დადასტურდეს პრეზენტაციამდე. - დიალოგის პოპულარიზაციის მიზნით ფონდების მოძიებაში მხარდაჭერა; - კვლევის შედეგების პრეზენტაცია; - ერთდღიანი ტრენინგი საშუალო/მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებისთვის კვლევის შედეგების შესახებ (სამუშაო სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით); - განხორციელებული აქტივობების შესახებ საბოლოო ანგარიშის მომზადება.   კვლევით ნაწილზე მუშაობა შესაძლოა განხორციელდეს დისტანციურად, ხოლო ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდება საქართველოში. ტრენინგის ჩასატარებლად ექსპერტის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს IDFI.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   საერთაშორისო ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:   - ნორმატიული აქტების (კანონები, კანონქვემდებარე აქტები) შემუშავების პროცესში საჯარო სექტორთან (პარლამენტი, სამინისტროები და სხვ.), კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. - ნორმატიულ აქტებზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება. - საჯარო და კერძო დიალოგის წარმართვის/მონაწილეობის გამოცდილება. - საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების გამოცდილება. - საკონსულტაციო სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.   საქმიანობის განხორციელების პერიოდი: საკონსულტაციო მომსახურების განსახორციელებელი პერიოდი მოიცავს 12 სამუშაო დღეს, 2023 წლის მარტი-აპრილის თვეებში, კერძოდ, კვლევა უნდა დასრულდეს მარტში, ხოლო ტრენინგი ჩატარდება აპრილში.   ანაზღაურება: ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება შერჩეულ კანდიდატთანდაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე, რომელშიც მითითებული იქნება განხორციელებული პროექტების, გაწეული საკონსულტაციო მომსახურების და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციაკანდიდატის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი რეზიუმეების განხილვის და გასაუბრების შედეგად.   დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancies@idfi.ge, არაუგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლის 23:59 საათისა, ხოლო წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: PPD საერთაშორისო ექსპერტი.   რეზიუმეების განხილვის შემდეგ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა : 19 ოქტომბერი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, IDFI, პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობით. ანალიტიკოსის/მკვლევარი საქმიანობა გადამწყვეტი იქნება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ანალიტიკოსი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ თემებზე ანგარიშების მომზადებაში.   ძირითადი ვალდებულებები: - შესაფასებელი კანონპროექტებისა და რეგულაციების შერჩევაში მონაწილეობა;   - თითოეული შერჩეული კანონპროექტის/რეგულაციის შემთხვევაში, სავარაუდო დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება;   - კანონპროექტების/რეგულაციების ავტორ უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება და ინტერვიუების დაგეგმვა/ჩატარება;   - საჭიროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაბამისი უწყებებიდან;   - ინტერვიუებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით, დიალოგის ხარისხის ანალიზი და შეფასება;   - კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;   - ცნობიერების ამაღლების საქმიანობის დაგეგმვა და მათი განხორცილების პროცესში აქტიურად ჩართვა;   - პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;   - პროექტს მიღმა, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე გუნდის კვლევით საქმიანობაში ჩართვა. ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;   - საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.     ძირითადი მოთხოვნები:   - ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, პოლიტეკონომიის, ფინანსების ან სტატისტიკის მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;    - მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;   - ინგლისური ენის კარგად ცოდნა;   - კანონებზე/რეგულაციებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მეილზე "vacancies@idfi.ge" და წერილის სათაურის ველში, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროექტის ანალიტიკოსი".     საბუთები მიიღება არაუგვიანეს, 2022 წლის 19 ოქტომბრისა.   რეზიუმეების განხილვის შემდეგ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.    

ბოლო ვადა : 25 სექტემბერი 2022

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ხელს უწყობს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები:   - ორგანიზაციის ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება. აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;   - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით აქტივობების კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ასევე, საპარლამენტო და რეგიონულ დონეზე;   - ანტიკორუფციული აქტივობების, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეხვედრების, კოორდინაცია;   - სახელმწიფოს ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;   - საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ანალიზი, გამოწვევების გამოვლენა და რეკომენდაციების ადვოკატირება;   - ღია მმართველობისა და კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;   - ორგანიზაციის პარტნიორ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (მათ შორის კონფერენციების) დაგეგმვა და განხორციელება;   - სტრატეგიული მიმართულების გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;   - ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კოორდინაცია;   - დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - საჯარო მმართველობის ან სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); - უპირატესობად ჩაითვლება ღია მმართველობის, ანტიკორუფციული ან/და საჯარო მმართველობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - პროექტების მართვის გამოცდილება; - აკადემიური ნაშრომები და პუბლიკაციები; - გუნდის მართვის და მენეჯერული გამოცდილება; - ინგლისური ენის კარგად ცოდნა; - ანალიტიკური აზროვნების, სტრესულ სიტუაციაში მოქმედებისა და გამართულად წერის უნარები   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 სექტემბრის. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი".  

ბოლო ვადა : 25 აგვისტო 2022

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები:   - ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება. აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;   - სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;   - ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი, გამოწვევების გამოვლენა და შესაძლებლობების ადვოკატირება;   - ეკონომიკური და ფინანსური განათლების მნიშვნელობის, ეკონომიკური და ფინანსური კორუფციის ზიანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;   - ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორ ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (კონფერენციების და სხვ.) დაგეგმვა და განხორციელება;   - სტრატეგიული მიმართულების გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;   - სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კოორდინაცია;   - დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება.     საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:     - ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);   - ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;   - პროექტების მართვის გამოცდილება;   - აკადემიური ნაშრომები და პუბლიკაციები;   - ინგლისური ენის კარგად ცოდნა;   - ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.     გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტოსი.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი".

ბოლო ვადა : 20 იანვარი 2022

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.     ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.     IDFI-ის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს - https://idfi.ge/ge ანაზღაურებადი სტაჟირება: სამართლებრივი და პროფესიული დახმარების პროგრამის მიმართულებით   ფუნქცია მოვალეობები:    სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს IDFI-ის მიერ ინფორმაციის თავისუფლების გასაძლიერებლად შემუშავებული სამართლებრივი და პროფესიული დახმარების პროგრამის ფარგლებში სამართალწარმოების დაგეგმვასა და განხორციელებაში.   - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მომზადება; - განცხადებების და სამართალწარმოების სხვა დოკუმენტების პირველადი ვერსიების მომზადება; - ადმინისტრაციულ და სასამართლოს განხილვებში მონაწილეობის მიღება; - სამართალწარმოების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების კლასიფიკაცია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.   დატვირთვის შესაბამისად, დასაქმებულს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს IDFI-ის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობებში.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   - უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. - უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული);- აპლიკანტს უნდა შეეძლოს ძირითადი საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება. შეფასების კრიტერიუმები:   - ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებათა ცოდნა, მათი მნიშვნელობის გააზრება და ამ ცოდნის გამოყენების უნარი (35%)- ანალიტიკურ-სამართლებრივი აზროვნებისა და წერის უნარი; (35%)- აპლიკანტის ენთუზიაზმი და მოტივაცია არასამართავრობო სექტორში საქმიანობის მიმართ. (20%)- წინარე აკადემიური ან/და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება; (10%)   კონკურსის ეტაპები:   - დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 იანვარი; - შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება (შერიჩევა მაქსიმუმ 15 კანდიდატი). - წერითი დავალება და გასაუბრება:- გამარჯვებულის გამოვლენა: 31 იანვარი; - შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;   ანაზღაურება: 700 ლარი;   სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი (საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შემუშავდეს სტაჟიორზე მორგებული სამუშაო გრაფიკი).   სტაჟირების ვადა: სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით შეთანხმების საფუძველზე. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა, სტაჟირების წარმატებით გავლის დამდასტურებელი სერტიფიკატი და რეკომენდაცია. ვადის ამოწურვის შემდგომ, სტაჟიორს შეიძლება მიეცეს IDFI-ში დასაქმების შესაძლებლობა.   სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტარას შევჩენკოს ქ. N20 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:   CV - რეზიუმე; (გთხოვთ, CV-ის დაურთოთ ან “ლინკად” მიუთითოთ თქვენს მიერ მომზადებული ანალიტიკური/აკადემიური ნაშრომები - არსებობის შემთხვევაში). სამოტივაციო წერილი: სამოტიავციო წერილი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (სამოტივაციო წერილი არ უნდა აჭარბებდეს 5000 სიმბოლოს (გამოტოვებების ჩათვლით). რეკომენდატორი: რეზიუმეში მითითებული უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე რეკომენდატორი, მათი თანამდებობა, კავშირი კანდიდატთან და საკონტაქტო ინფორმაცია;     დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადააა 2022 წლის 20 იანვარი.     გთხოვთ, გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge  წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  "ვაკანსია: სტაჟირება"  

ბოლო ვადა : 31 ივლისი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი:  ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები:   - დონორებისთვის შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება (დონორის მიერ მოთხოვნილი ფორმით ხარჯების რეესტრის მომზადება, ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული რაოდენობით შეგროვება, დახარისხება, დაჯგუფება, განაწილება და შენახვა);   - წლიური ორგანიზაციული ან/და პროექტული აუდიტების პროცესში აუდიტორული კომპანიის (აუდიტორების) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით დაჯგუფება და მიწოდება;   - ბუღალტრებისთვის პირველადი დოკუმენტაციის შეგროვების ორგანიზება და მიწოდება;   - საჭიროების შემთხვევაში საგადახდო დავალებების ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მომზადება; - ორგანიზაციის ფინანსურ-ადმინისტრაციული პოლიტიკების მოთხოვნების შესრულება;   - ორგანიზაციის დირექტორის და/ან ფინანსური მენეჯერის დახმარება სხვა ყოველდღიური საქმისწარმოების პროცესში.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ფინანსური მენეჯმენტის სფეროში;- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 20 ივნისი 2021

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები:   - სოციალური მედიის და ვებგვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება; - ღონისძიებების და პრესკონფერენციების ფოტო გადაღება; - სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრებისა ორგანიზებაში მონაწილეობა; - სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა; - საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში; - სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) - უპირატესად ჩაითვლება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის, 20 ივნისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 25 ივლისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები: - ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება;   - აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;   - სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;   - საზოგადოების ეკონომიკური და ფინანსური განათლების მნიშვნელობის და ეკონომიკური და ფინანსური კორუფციის ზიანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; აგრეთვე, ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორ ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (კონფერენციების და სხვ.) დაგეგმვა და განხორციელება;   - ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულების განვითარების და გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;   - დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ეკონომიკის / ფინანსების სფეროში; - აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის და ტენდენციების საფუძვლიანი ცოდნა; - ინგლისური ენის კარგად ცოდნა; - ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 ივლისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 20 ივლისი 2020
თანამდებობა : გრაფიკული დიზაინერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა ინოვაციური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სარეკლამო მასალების (მათ შორის ინფოგრაფიკების) დიზაინის მომზადებაა.   ძირითადი მოთხოვნები: - გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Indesign - მუშაობის გამოცდილება; -ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება; -სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა; - ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება -შესაბამისი უმაღლესი განათლება; -ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. დამატებითი მოთხოვნები: - წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებული; - კრეატიული და სხარტი აზროვნება; - გუნდური მუშაობის უნარი; - ენერგიული და შრომისმოყვარე.     კანდიდატის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული დასრულებული პროდუქტის საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2020 წლის 20 ივლისამდე, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიოს ელექტრონული ბმული ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.      

ბოლო ვადა : 26 თებერვალი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.   ადმინისტრაციული ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები: - სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება; - ორგანზიაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;- ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;- მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:- უმაღლესი განათლება; - საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის, 26 თებერვლისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 10 თებერვალი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.   ფინანსური მენეჯერის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:   - დონორებისთვის შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ფინანსური მენეჯერის დახმარება (დონორის მიერ მოთხოვნილი ფორმით ხარჯების რეესტრის მომზადება, ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული რაოდენობით შეგროვება, დახარისხება, დაჯგუფება, განაწილება და შენახვა);   - წლიური ორგანიზაციული ან/და პროექტული აუდიტების პროცესში აუდიტორული კომპანიის (აუდიტორების) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით დაჯგუფება და მიწოდება;   - პროექტის მენეჯერების მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების გადახდის პირობების შემოწმება და დადასტურება;   - საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ გადარიცხვების ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გამზადება;   - ფინანსური მენეჯერის დახმარება ყოველდღიური საქმისწარმოების პროცესში.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროში;- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;- Microsoft Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა;- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის, 10 თებერვლისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერის თანაშემწე.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 10 ნოემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი (IDFI) გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური დახმარებით [2019-2021] აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/თარჯიმნის პოზიციაზე. პროექტის ასისტენტის ფუნქციები ითვალისწინებს:   - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;   - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების რედაქტირება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);   - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;   - საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;   - საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.   განათლება და უნარები:   - მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები/ფილოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამართალი, და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;   - შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები (მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება);   - აუცილებელია, ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;   - ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის გამოცდილება;   - სასურველია, თარჯიმნად ან/და რედაქტორად მუშაობის გამოცდილების ქონა;   - სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 10 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ: CV, სამოტივაციო წერილი და ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნილი მინიმუმ 1 დოკუმენტი შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პროექტის ასისტენტი/თარჯიმანი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 13 ოქტომბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge   უფროსი ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები: - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ კვლევითი სტატიების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;   - კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან;   - კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან;   - საჭიროების შემთხვევაში, IDFI-ის სხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: - უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერებების ან სხვა შესაბამის დარგში;   - აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;   - საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;   - ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;   - ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ოქტომბრისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: უფროსი ანალიტიკოსი.    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 29 სექტემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.    ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.   ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge    კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:   - მედია საშუალებებთან ურთიერთობა და ორგანიზაციის ღონისძიებების და პუბლიკაციების მედია გაშუქების უზრუნველყოფა;   - ორგანიზაციის ვებ-გვერდის, Facebook, Twitter, LinkedIn, Wikipedia და სხვა სოციალური გვერდების/ბლოგების მართვა;   - მედია ანონსების, პრეს - რელიზის და საჯარო განცხადებების მომზადება;   - პროექტებით გათვალისწინებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების/პრომო კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;   - პროქტის გუნდთან შეთანხმებით  პრომო, ინფორმაციული და საგანანმანათლებლო მასალების (შინაარსობრივი მხარე) შექმნა, დიზაინერთან ერთად მისი ვიზუალის მომზადება და ბეჭდვის უზრუნველყობა;   - პროქტის გუნდთან შეთანხმებით ვიდეო კლიპების/ფილმების ტექსტის (ასევე მიახლოებითი სცენარი) მომზადება და სარეკლამო კომპანიასთან ერთად მუშაობა საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე;   - ორგანიზაციის და ცალკეული პროექტების საკომუნიკაციო სტრატეგიების და აქტივობების გეგმის შემუშავება და განხორციელება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკასა და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში;   - აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;   - მედია საშუალებებთან (ასევე დიზაინერებთან, სტამბებთან და სარეკლამო კომპანიებთან) კომუნიკაციის და თანამშრომლობის გამოცდილება;    - ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან კომუნიკაციის გამოცდილება;    - ოფიციალური ვებ გვერდის და სხვა სოციალური გვერდების მართვის გამოცდილება;   - ინგლისური ენის ცოდნა;   - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის, 29 სექტემბრისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

ბოლო ვადა : 12 აგვისტო 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.IDFI.ge   საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულებით მომუშავე სტაჟიორის ფუნქციაა საარქივო დოკუმენტების ანალიზი, წარსულის გააზრებასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებული სტატიების მომზადება და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა. სტაჟიორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ.   ფუნქცია-მოვალეობები:   - ისტორიასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებულ სტატიებსა და სამეცნიერო კვლევებში დახმარება;   - საერთაშორისო სტატიების თარგმნა;   - დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებული ან სტუდენტი შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, მეხსიერების კვლევები, სოციოლოგია;   - აკადემიურად წერის ცოდნა და გამოცდილება;   - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;   - საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 12 აგვისტოსი.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: არქივები - სტაჟიორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა : 31 ივლისი 2019

პროექტი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა - მიზნად ისახავს სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგის შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოს არქივების ღიაობის გაზრდას და საარქივო დოკუმენტებზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევების განვითარებას. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI).   პოზიციის მიზანი:   IDFI პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს კვლევითი მასალის მომზადებასა და გავრცელებაზე, გასწევს პროექტის ადმინისტრირებას. ანალიტიკოსი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.    ძირითადი ვალდებულებები:   - ისტორიასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებული სტატიების მომზადება და სამეცნიერო კვლევების განხორციელება;- საერთაშორისო სტატიების თარგმნის უზრუნველყოფა (ინგლისურიდან ქართულად და პირიქით);- პოტენციური პარტნიორების ან/და დონორების მოძიება და ხელმძღვანელობისთვის საპროექტო იდეების შეთავაზება;- პროექტის საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და კორესპონდენციის მოწესრიგება-კონტროლი;- დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებული (სასურველია დასავლური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი) შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, მეხსიერების კვლევები (Memory Studies), სოციოლოგია;- აკადემიური წერის უნარი და გამოცდილება;- ინგლისური ენის სრულყოფილად და რუსული ენის კარგად ცოდნა;- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;- სასურველია 3 წლიანი სტაჟი ან/და გამოცდილება შესაბამისი ან დაკავშირებული მიმართულებით აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში.   დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: არქივები - ანალიტიკოსი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პირველი წინა 1 2 ბოლო