შემცირდა თუ გაიზარდა მინისტრების შემოსავლები საქართველოში?

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 მარტი 2013

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2013 წლის 7 მარტის  N47 ბრძანების საფუძველზე საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს მიეცათ თებერვლის პრემია თითოეულს 4335 ლარის ოდენობით.

brzaneba

ზემოთ მოყვანილი ბრძანების გამოცემის შემდგომ მთავრობის კანცელარიამ საზოგადოებას განუმარტა,  რომ მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდებოდა და თითოეული მინისტრი ყოველთვიურად მიიღებდა დასაბეგრი  შემოსავლის სახით 7875 (ხელზე 6300) ლარს. ამასთან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრები დამსახურების შესაბამისად პრემიას მიიღებდნენ წელიწადში მხოლოდ ერთხელ.

2013 წლის 15 მარტს პრემიერ მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ზემოთ ხსენებული განცხადება სისრულეში იქნა მოყვანილი.

ivanishvili

საქართველოს პრემიერ მინისტრის N53 ბრძანებაზე  დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან საქართველოში მინისტრის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი  განისაზღვრა  7875 ლარით (3540 ლარი ხელფასი და 4335 ლარი დანამატი) . შესაბამისად, საპრემიო თანხების გარეშე, საქართველოს მთავრობის წევრის (მინისტრის) ერთი წლის შემოსავალი შეადგენს 94 500 ლარს (ხელზე 75 600 ლარს), ხოლო 19 მინისტრზე სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 795 500 ლარით.

IDFI სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციაზე და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ – გვერდზე განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით შეეცადა გაეანალიზებინა, თუ როგორი იყო წინა წლებში მინისტრების საშუალო თვიური შემოსავალი.

ჩვენს ხელთ არსებული უახლესი მონაცემები (მინისტრების ქონებრივ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია) საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად გამოვიანგარიშოთ  მინისტრების (სახელმწიფო მინისტრის) ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 2011 წელს. აღნიშული მონაცემები გამოიყურება შემდეგნაირად:

ministri1

როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა 2011 წელს მინისტრების საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიღებული დასაბეგრი საშუალო შემოსავალი  (ხელფასი და პრემია) შეადგენდა 7 372 (ხელზე 5898)  ლარს, რაც 503 ლარით ჩამოუვარდება 2013 წლიდან მინისტრის საშუალო ყოველთვიურ  დასაბეგრ  შემოსავალს.

რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ამჟამად არ არის განთავსებული 2012 წელს მინისტრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.

IDFI- იმ  2012 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატებს მიმართა 2012 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით მინისტრებზე (სახელმწიფო მინისტრებზე) გაცემული პრემიების ოდენობების მოთხოვნით. მიღებული მონაცემები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის თუ რა იყო 2012 წელს მინისტრების ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

ministri2

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან იკვეთება 2012 წელს იმ მინისტრების, რომელთა შესახებაც IDFI-იმ მოიპოვა ინფორმაცია, საშუალოდ მიღებულმა ყოველთვიურმა შემოსავალმა შეადგინა 6913  (ხელზე 5530) ლარი. ამ ეტაპზე, 2012 წელს მინისტრების მიღებული შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის განსაზღვრის შეუძლებლობა  განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ზოგმა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა IDFI-ის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები და სრულყოფილად არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. განცხადების პასუხად, მოწოდებული იყო მხოლოდ  სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული პრემიების სრული ოდენობა, რაც არ გვაძლევს საშუალებას  გამოვარკვიოთ თუ რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის სახით თითოეულ მინისტრზე თვეების მიხედვით.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, 2013 წელს მინისტრის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2011 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს. ხოლო 2012 წლის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ 2012 წელთან შედარებით 2013 წელს რამდენად მეტი ან ნაკლები იქნება მინისტრის შემოსავალი. თუმცა, არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიუჯეტიდან მინისტრებზე გათვალისწინებული საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება შენარჩუნებული იქნება თითქმის იმავე ნიშნულზე რაც დაფიქსირდა 2011 წელს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024