პროექტის მედია გაშუქება - საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge 2013-2015

IDFI მედიაში 15 ოქტომბერი 2015

პროექტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge (2013-2015) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარებას, სახელისუფლებო პირების ანგარიშვალდებულების ზრდის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობისა და სახელმწიფოზე საჯარო მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების განვითარების გზით.

 

პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები და განხორციელებული აქტივობები სისტემატურად შუქდება მედიაში. 

 

11 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ (OSGF) გამართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში 2010-2015 წლებში. ღონისძიება არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა

 

25 ნოემბერს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ანალიზის 2014 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა განთავისუფლების შესახებ გამოქვეყნდა ორი სტატია ტაბულასა და ნეტგაზეთის მიერ. სტატიებში დასახელებულია  ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან სამსახურიდან განთავისუფლების ყველაზე ხშირი მიზეზები, რომელთა შორისაა: პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა; შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; სხვა სამსახურში გადასვლა;

 

17 ნოემბერს გამოქვეყნებული დავის შეჯამების საქმეზე,  IDFI კრიზისების მართვის საბჭოს წინაარმდეგ, მომზადდა ერთი სატელევიზიო სიუჟეტი რუსთავი 2-ის მიერ და ორი სტატია რადიო თავისუფლებისა და რადიო მაესტროს მიერ. სიუჟეტში გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ იშვიათია პრაქტიკა, როცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები ღებულობენ პრემიებს. მისი განმართებით, აღნიშნულ პირებს აქვთ დანამატები. მის მთქმით, დანამატი არის იგივე პრემია, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს და რასაც მივიჩნევდით ცუდ პრაქტიკად. სტატიებში ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ პრემიებისა და დანამატების პრობლემა საჯარო სამსახურის რეფორმის გატარების პროცესში უნდა გადაწყდეს და ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ანაზღაურების წესი და პირობები. 

 

IDFI-მ 19 ოქტომბერს მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის ხარვეზების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. აღნიშნულზე მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი რუსთავი 2-ის მიერ, რომელშიც IDFI-ის იურისტი, ნინო მერებაშვილი თავის და ორგანიზაციის პოზიციას გამოხატავს და განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს დაჩქარებულად. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული, რათა უძლებდეს საზოგადოებრივ კრიტიკას და არ აჩენდეს ეჭვებს შესაძლო პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” 2015 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა კვლევა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს შეცვლილი საზღვრების შესახებ. კვლევის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები მოამზადა მაესტრომ და რუსთავი 2-მა, რომლებშიც, კვლევის ავტორი, ნატა ძველიშვილი კვლევის მიგნებებზე საუბრობს. ასევე ის გააშუქა რადიო მაესტრომ, გურია ნიუსმა, Pressnews.ge-მ, Netgazeti.ge-მ, Intermedia.ge-მ.

 

IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა საჯარო სამსახურში პრემიებისა და დანამატების გაცემის წესზე 2030-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისაუბრა: "იმის გამო, რომ პრემიებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა და რაღაც ჩარჩოში მოექცა, მაგრამ დანამატი არ იქნა ამ დადგენილებით განსაზღვრული, უწყებებს დარჩათ უფლებამოსილება ამ დანამატით ისარგებლონ".  

 

2 სექტემბერს IDFI-მ გამოაქვეყნა იმ საჯარო დაწესებულებების სია, რომლებმაც ეუფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების რიგების გარეშე გადაცემა ითხოვეს ფეხბურთის ფედერაციისგან. ინფორმაციით დაინტერესდნენ ნეტგაზეთი, ტაბულა, ინტერპრესნიუსი, რადიო მაესტრო, ხოლო TVS-მ მოამზადა სიუჟეტი. 

Kavkasia TVliberali.ge, medianews.ge, politcommersant.ge, speqtri.ge, kvirispalitra.ge, INFO9, cp.ge, sknews.ge  და სხვა მედია საშუალებებმა გააშუქეს IDFI-ს მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული ანალიზი 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკის შესახებ. 

 

2013-2015 წლებში ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ გამოქვეყნებული მასალა გაშუქდა ათამდე ონლაინგამოცემის მიერ. ესენი არიან: Interpressnews.ge, Newposts.ge, Medianews.ge, Info9.ge, Georgianpress.ge, Cp.ge, Primetimenews.ge.

 

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა შესახებ 2012-2014 წლებში გაშუქდა ათი ონლაინ გამოცემის მიერ. მათ შორის: tabula.ge, netgazeti.genewposts.geepn.geINFO9, sknews.ge, Civil Press, ici.ge, medianews.ge, frontnews.ge.

 

მედიის ყურადღებამიიქცია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ 2009-2015 წლებში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მომზადდა სამი სატელევიზიო სიუჟეტი მაესტროსრუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ და გამოქვეყნდა ექვსი სტატია Netgazeti.ge-ის, Qartli.ge-ს, Frontnews.ge-ს, news.ge-ის, Radiomaestro.ge-სა და Reportiori.ge-ს ვებგვერდებზე. 

 

14 მაისს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „ადმინისტრაციული „დუმილის“ პრაქტიკა“ ირგვლივ სამი სატელევიზიო სიუჟეტი და ორი სტატია მომზადდა. მაესტროს ცხრიანისა და ბიზნესკონტაკტის ეთერში დეტალურად გაშუქდა აღნისნული კვლევა, ხოლო რუსთავი 2-ის სიუჟეტში კვლევის შედეგები IDFI-ს იურისტმა, ნინო მერებაშვილმა განმარტა. სტატიები გამოაქვეყნეს Netgazeti.ge-მ და Newposts.ge-მ.

 

რაც შეეხება შშმ პირთა 2015 წლის სტატისტიკას, ამის შესახებ მაესტროს მიერ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და გამოქვეყნდა სტატიები შვიდი ონლაინ გამოცემის ვებგვერდზე: netgazeti.ge, Liberali.ge, 17 მაისი, Gurianews.ge, INFO9, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, სამოქალაქო პრესა, Newposts.ge.

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან IDFI-სთვის მოწოდებული არაოფიციალური სტატისტიკის შესახებ გამოქვეყნდა სამი სტატია netgazeti.ge-ს, newposts.ge-სა და news.ge-ს მიერ.

 

2012-2014 წლებში აბორტების სტატისტიკის შესახებ საქართველოში მომზადდა ერთი სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ და მაესტროს „საქმიანი დილის“ ეთერში ამ თემაზე IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი საუბრობდა. ამავე თემაზე გამოქვეყნდა ათამდე სტატია სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალების ვებგვერდზე: IPN, Liberali, Netgazeti.ge, sknews.ge, epn.ge, 17mai.si.

 

2015 წლის აპრილში, IDFI-ის მიერ გაქმოქვეყნებული პროკურატურის სტატისტიკა ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე ექვსი სატელევიზო სიუჟეტი მომზადდა: ორი სიუჟტი ტელეკომპანია იმედის, ასევე ტაბულას, კავკასიის, რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. ლევან ავალიშვილი მიწვეული იყო საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "ღია სტუდიაში"

 

პროკურატურიდან გამოთხოვილი მონაცემთა ანალიზი „რამდენად მწვავედ დგას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროება საქართველოში“ ფართოდ გააშუქა ქართულმა მედია საშუალებებმა. აღნიშნულის შესახებ მომზადდა სამი სატელევიზიო სიუჟეტი რუსთავი 2-ის, მაესტროსა და კავკასიის მიერ და გამოქვეყნდა არაერთი სტატია სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებ-გვერდებზე, მათ შორის: ლიბერალი, ნეტგაზეთი, პირველი რადიო, INFO9, Newsport.ge.

 

2014 წლის 11 თვის სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე გაზრდილი მკვლელობების შესახებ IDFI-ს წარმომადგენელმა, ლონდა ბერიამ რადიო თავისუფლების ეთერში ვრცლად ისაუბრა, ამავე თემაზე ლიბერალმა მოამზადა სტატია.

 

პრემირების სისტემის შესახებ გიორგი კლდიაშვილმა მაესტროს პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა. მინისტრებისთვის 2014 წლის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების შესახებ სიუჟეტი მოამზადა აჭარის ტელევიზიამ. აღნიშნულ სიუჟეტში, IDFI-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გასული წლის ყველაზე ძვირადღირებულ მინისტრად თეა წულუკიანი სახელდება.

 

თბილისის საკრებულოს წევრების პრემიებზე Netgazeti.ge-მ გაავრცელა სტატია, სადაც განმარტავს, რომ საკრებულოს წევრების ხელფასების 300%-ის ოდენობის პრემიას იღებენ.

 

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული მკვლელობის მაჩვენებლების შესახებ ლიბერალმა განავრცო. გამოცემა აღნიშნავს, რომ მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წლის შემდეგ 2007 ფიქსირდება.

 

მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა თსუ-ში პრემიებისა და დანამატების სახით გაცემული თანხების საკითხი. აღნიშნულის შესახებ მაესტრომ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, ხოლო ლიბერალი და Netgazeti.ge აქტიურად წერდნენ, რომ უნივერსიტეტში გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა 6 მილიონ ლარს აღწევს. 

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებლების შესახებ სტატიას აქვეყნებს პირველი რადიო. ამავე თემაზე სტატიები ქვეყნდება კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდსა და Netgazet.ge-ზე. აღნიშნული მედია გამოცემები ყურადღებას უპასუხოდ დატოვებულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე ამახვილებენ და წერენ, რომ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაცვენებელი 26%-მდეა გაზრდილი.

 

ორგანიზაციის ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი Tabula TV-ს იმერეთში 2013 წელს გაცემული პრემიების შესახებ ესაუბრა. 

 

მაესტროს ეთერში გასულ სიუჟეტში მერიაში პრემიების შესახებ IDFI-ს იურისტი, ნინო მერებაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია სახელფასო სისტემის რეფორმა, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ჩანს, ხელფასი არ არის საკმარისად მაღალი. მანვე ისაუბრა ამავე ტელეკომპანიასთან საჯარო პირების მიერ არასწორად შევსებულ დეკლარაციებთან დაკავშირებით. 

 

ტელე იმედის ეთერში გასულ სიუჟეტში ყოფილი მაღალინოსნების პრემიების და დანამატების შესახებ IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი საუბრობდა. ამ თემაზე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სტატიები მოამზადეს Netgazet.ge-მ და ტაბულა-მ. 

 

საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებზე სიუჟეტი მოამზადა მაესტრომ, რომელსაც ორგანიზაციის იურისტი, ნინო მერებაშვილი ესაუბრა. ამავე თემაზე გამოქვეყნდა სტატია argumenti.ge-ზეც.

 

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით სამინისტროების მიერ 2013 წელს გაწეული სამივლინებო და როუმინგის ხარჯების შესახებ სტატიები სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: Epn.ge, Interpressnews.ge, პირველი რადიო, Comersant.ge, Netgazeti.ge.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024