IDFI სამინისტროების სამივლინებო და როუმინგის ხარჯებს აქვეყნებს

IDFI მედიაში 2 ივლისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2013 წლის სამინისტროების სამივლინებო და როუმინგის ხარჯებს აქვეყნებს.სამივლინებო ხარჯების ოდენობით თავდაცვის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები ლიდერობენ.

 

„2014 წლის იანვრის თვეში IDFI – იმ ყველა სამინისტროს მიმართა 2013 წელს თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალური (სასტუმროს ხარჯი, მგზავრობის ხარჯი, მივლინების მიზანი, ქვეყანა და თარიღი) ინფორმაციის მოთხოვნით. ერთადერთ სამინისტროს, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შემთხვევაში მოწოდებულია მხოლოდ 2013 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამური ოდენობები. მათ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს.

 

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წელს სამინსიტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირების (შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა) სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 3 121 919 ლარი.

 

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე 2013 წელს სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი გაწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მინისტრის და მისი მოადგილეების ხელმძღვანელობით ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ვიზიტებზე 2013 წელს სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 785 094 ლარი. მათ შორის მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ვიზიტებზე გაწეული ხარჯი შეადგენს – 469 577 ლარს. ( დღიური ნორმა – 98 726 ლარი, სასტუმროს ხარჯი – 129 451 ლარი, მგზავრობის ხარჯი – 241 340 ლარი).

 

სხვა სამინისტროების შემთხვევაში 2013 წელს ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი გაწეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 382 083 ლარს. აღნიშნული თანხიდან სასტუმროს ხარჯი წარმოადგენს 98 896 ლარს, მგზავრობის ხარჯი – 216 614 ლარს, ხოლო დანარჩენი 66 573 ლარი – სადღეღამისო ნორმას. თავდაცვის სამინისტროს შემდგომ 2013 წლის სამივლინებო ხარჯების სიდიდით გამორჩეულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 343 764. სამწუხაროდ აღნიშნული თანხა როგორ გადანაწილდა სასტუმროს, მგზავრობის და სხვა მივლინებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე სამინისტროს მიერ არ იქნა მოწოდებული”,-აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

 

იხილეთ ბმული

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024