18 თვეში მივლინებისთვის ივანიშვილმა 19 613, ღარიბაშვილმა კი 136 212 ლარი დახარჯა

IDFI მედიაში 18 აგვისტო 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრების- ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

 

წელიწადნახევრის განმავლობაში პრემირ-მინისტრების მიერ გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა სულ 155 825 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 19 613 ლარს (დღიური - 6 899 ლარი, სასტუმრო - 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის -136 212 ლარს (დღიური - 14 886 ლარი, სასტუმრო - 98 004 ლარი, გზა - 23 332 ლარი).



ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში - 7 758 ლარი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 43 817 ლარი.

 

დროის ამ მონაკვეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სულ რვა ქვეყანაში იმყოფებოდა მივლინებით და გაწეული ხარჯი, ჯამში, 19 613 ლარი, აღნიშნულ 8 ვიზიტზე ნაწილდება. ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში და სულ 136 212 ლარი დახარჯა.



გარდა იმისა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მივლინებათა რაოდენობა ყოფილი პრემიერის მივლინებების რაოდენობაზე 5-ით მეტია, ხარჯებში სხვაობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი იმითაც ხსნის, რომ ღარიბაშვილი იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში, სადაც მივლინება უფრო ძვირი ჯდება, ამის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები:



"თვითონ დადგენილებაშიც არის გაწერილი დღიური ნორმა, რომელ ქვეყანაში რამდენია და სასტუმროს ხარჯი რის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ღარიბაშვილი იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში, სადაც ვიზიტი ძვირი ღირდა და, შესაბამისად, ხარჯიც მეტი ჰქონდა. გადაცდომები ამ მივლინებში ნამდვილად არ იყო",-ამბობს გოგა თუშურაშვილი.



ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ერთმანეთს შედარებულია ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მივლინების და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმავე ქვეყანაში ყოფნის სამივლინებო ხარჯები. აშშ-ში 9-დღიან ვიზიტზე პრემიერის ყოველდღიური სასტუმროს ხარჯი შეადგენს 2198 ლარს, ხოლო დღიური ნორმა 364 ლარს. (43 816 ლარი ჯამში) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხრადღიანი ვიზიტის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება დაახლოებით 43 300 აშშ დოლარი დაუჯდა, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 4800 აშშ დოლარს შეადგენს.

 

იხილეთ სტატია

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024