კულტურის მინისტრს არასდროს არ უსარგებლია ბიზნეს კლასით, ის ყოველთვის დაფრინავს ეკონომ კლასის ავია ბილეთებით

IDFI მედიაში 3 ივლისი 2014

„კულტურის მინისტრს არასდროს არ უსარგებლია ბიზნეს კლასით, ის ყოველთვის დაფრინავს ეკონომ კლასის ავია ბილეთებით", - აღნიშნულის შესახებ საუბარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, IDFI-ს საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მივლინების საშუალო დღიური ხარჯი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებში ჯდება.


„2 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა კვლევა 2013 წელს, სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო და როუმინგის ხარჯების შესახებ, სადაც მოცემულია კულტურის სამინისტროსა და მინისტრის სამივლინებო მონაცემებიც. IDFI-ს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავთ, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში ეწყობა ფართომასშტაბიანი კულტურული პროგრამები, გამოფენები, წიგნის ბაზრობები, კონცერტები, საგასტროლო ტურნეები და სხვა თემატური ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს ჩვენი კულტურის წარმოჩენასა და პოზიციონირებას მსოფლიოში. აღნიშნული ღონისძიებებზე საქართველოს ოფიციალური მხარის წარმოდგენის გარდა მინისტრი ხშირად ხვდება მის უცხოელ კოლეგებს სამთავრობო ვიზიტის ფორმატით, რაც აუცილებელია საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის მინისტრს არასდროს არ უსარგებლია ბიზნეს კლასით, ის ყოველთვის დაფრინავს ეკონომ კლასის ავია ბილეთებით და მისი მივლინების საშუალო დღიური ხარჯი ჯდება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებში"- აცხადებენ უწყებაში.


შეგახსენებთ, რომ IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მინისტრების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისას გაწეული სასტუმროს ხარჯებით გამორჩეულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.


„მისი მივლინებაში გატარებული 56 კალენდარული დღის სასტუმროს ხარჯმა შეადგინა 23 674, მაშინ როდესაც თავდაცვის მინისტრის 97 კალენდარულ დღეში სასტუმროს ხარჯმა შეადგინა - 18 350 ლარი, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 72 კალენდარულ დღეში - 12 712 ლარი"- ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


IDFI-ის ინფორმაციითვე, 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მირიანე ოდიშარიას სამივლინებო ხარჯმა 58 560 ლარი შეადგინა, საიდანაც 23 674 ლარი წარმოადგენს სასტუმროს ხარჯს.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024