IDFI: 2005-2013 წლებში ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის ნებართვა რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა

IDFI მედიაში 9 სექტემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI 2005-2013 წლებში ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკას აქვეყნებს.


IDFI-ის ინფორმაციით, 2005-2013 წლებში ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის ნებართვა რუსეთის მოქალაქეებზე (5879), ხოლო ყველაზე მეტი დროებითი ბინადრობის ნებართვა – თურქეთის მოქალაქეებზე გაიცა.


(7812). დროებითი ნებართვების მიღების რაოდენობის თვალსაზრისით გამოირჩვიან აგრეთვე ჩინეთის მოქალაქეები, რომელთა აქტივობა განსაკუთრებით შეინიშნება უკანასკნელ წლებში. 2011 – 2013 წლებში ყოველწლიურად ჩინელებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 1300-დან 1800-მდე მერყეობს.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2005-2013 წლებში 40 100 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაიცა ბინადრობის ნებართვა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაცემულია 8791 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა – 31 309 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.


მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემის ყველაზე მეტი (2502 პირი) შემთხვევა 2010 წელს ფიქსირდება, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვების – 2012 წელს (6 426 პირი).


უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე, ასევე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. მუდმივი ბინადრობის სახეს წარმოადგენს ასევე საინვესტიციო ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, ასევე მისი ოჯახის წევრზე. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის ნებართვას, ის შეიძლება გაიცეს მაგალითად საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის ან ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით, ასევე პირზე რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და სხვა. დროებითი ბინადრობის მოწმობა უცხოელებზე გაიცემა არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებზე კი – 3 წლის ვადით.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024