2024 წლის ოქტომბერში Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში – ინტერნეტის თავისუფლება 2024: ნდობისთვის ბრძოლა ონლაინ სივრცეში, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლება უკვე მე-14 წელია მცირდება, რადგან სიტუაცია გაუარესდა 27 ქვეყანაში.
საქართველომ გაეროს 2024 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით ქულები მცირედით გაიუმჯობესა, თუმცა ორივე ინდექსში ქვეყნის რეიტინგი გაუარესდა.
2024 წლის სექტემბერში საქართველომ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე — ხელოვნურ ინტელექტი და ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
2022 წლის 14 ნოემბერს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა: “დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზი”, რომელიც მიმოიხილავდა საქართველოში ვებგვერდთა დაბლოკვის სამართლებრივ მოდელს, მის მარეგულირებელ ნორმატიულ საფუძვლებსა და პრაქტიკაში აღსრულების თავისებურებებს. კვლევის ფარგლებში შეფასდა 2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ვებ-გვერდების დაბლოკვის მაჩვენებლები.
კვლევის ფარგლებში ცენტრი 138 ქვეყნის შესაფასებლად 16 რეგიონულ ჰაბთან, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე (12 ქვეყანა) იყო პასუხისმგებელი.