IDFI–ის განცხადება შსს-ს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 6 დეკემბერი 2013

 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები. IDFI მიესალმება სამინისტროს მხრიდან აღნიშნული მონაცემების საზოგადოებისთვის გაცნობას, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, სამწუხაროდ,შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არ ხდება სტატისტიკური მონაცემების ჩაშლა დანაშაულის სახეების მიხედვით.  IDFI – იმ, სამინისტროს, აღნიშნული მოთხოვნით, მიმართა ჯერ კიდევ 2013 წლის 12 აპრილს, მაგრამ შსს-მ აღნიშნული სტატისტიკის გასაჯაროებისგან  თავი შეიკავა.

დღეს, შსს-ს კვლავ გაეგზავნა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ქალაქ თბილისში დაფიქსირებულ დანაშაულთა რაოდენობის შესახებ, დანაშაულის სახეების მიხედვით.

ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ სამინისტრო ამჯერად სრულყოფილად  დააკმაყოფილებს ინსტიტუტის მოთხოვნას და უფრო გამჭვირვალეს გახდის მათ მიერ გამოქვეყნებულ  სტატისტიკურ მონაცემებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024