ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 11 აპრილი 2025

 

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პროფესიონალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება “ქართული ოცნების” და მაუწყებლის ხელმძღვანელობის რეპრესიული პოლიტიკის შედეგია. მედიის ადვოკატირების კოალიცია მწვავედ გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურიდან გაათავისუფლეს „მოამბის" წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა „რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.

 

მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის; წამყვანის, იოსებ კაციტაძის; პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის; ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ სხვა სახის დისციპლინური სანქციებია გამოიყენა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, ისევე როგორც „ქართული ოცნებისადმი" ლოიალური საბჭოს სხვა წევრები სისტემატურად ემუქრებოდნენ ჩიქოვანს, ზაუტაშვილსა და მათ კოლეგებს იმის გამო, რომ ისინი ამხელდნენ ივანიშვილის რეჟიმს უკანონობასა და ძალადობაში და გმობდნენ   საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას.

 

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ აქციებთან ერთად, ტარდება პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, სადაც მოქალაქეები ტელევიზიის მიერ მოვალეობის შესრულებას და ხალხის ხმის საზოგადოებისადმი მიტანას ითხოვენ. ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ- ჩიქოვანი და კოლეგები აქტიურად ითხოვდნენ ეთერების გახსნას და მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, ისევე როგორც საბჭოს წევრთა უმრავლესობა, არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და მოქმედებენ როგორც პროპაგანდისტები. არსებობს მრავალი ფაქტი, რომელიც ადასტურებს მათ ჩართულობას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს.

 

ჩამოთვლილი ქმედებები არის „ქართული ოცნების" პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა მოხსენიებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც მოუწოდებს მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, ნინო ზაუტაშვილსა და მათ კოლეგებს და მოუწოდებს ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) დაუყოვნებლივ იმოქმედოს საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასაცავად და  სათანადო რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე..

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024