IDFI-იმ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე სახელმძღვანელოსა და რეგიონული კვლევის პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა | სტატია 24 ნოემბერი 2021

2021 წლის 24 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბენეფიციარ მესაკუთრეებზე სახელმძღვანელოსა და რეგიონული კვლევის პრეზენტაცია გამართა.

 

ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ კვლევა IDFI-სა და ვიშეგრადის ქვეყნებში პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადდა და მიმოიხილავს საქართველოში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის კუთხით არსებულ კანონმდებლობას, პრაქტიკასა და გამოწვევებს.

 

საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევის თანახმად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

- 2018-2020 წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, მაღალი რისკის იურისდიქციებში დაფუძნებული იურიდიული პირების და მათ მიერ საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების მონაწილეობით განხორციელდა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობის თანახმად გათვალისწინებული, ზღვარს ზემოთ დადებული 65000-ზე მეტი გარიგება, და 31 საეჭვო გარიგება.

 

- გამომწვევებიდან გამომდინარე, ბენეფიციარი საკუთრების სავალდებულო ღიაობის სტანდარტი სფეროების გაზრდას საჭიროებს. ხოლო იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის დაცვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, აუცილებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების საჯარო რეესტრის შექმნა.

 

- ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნამდე, მნიშვნელოვანია სამაუწყებლო და კომერციული ბანკების საქმიანობის სფეროების მსგავსად, ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სხვა დამატებით სფეროებზე გავრცელება, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებზე, სახელმწიფო ქონების განკარგვაზე და მოპოვებით მრეწველობაში ჩართულ კომპანიებზე.

 

კვლევას სრულად გაეცანით აქ.

 

ღონისძიებაზე IDFI-მ, ასევე, წარადგინა პრაქტიკული სახელმძღვანელო ბენეფიციარი მესაკუთრეების მონიტორინგის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ.

 

„ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასა და სააშკარაოზე გამოტანაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. სწორედ მათთვისაა განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელიც დღეს წარვადგინეთ. სახელმძღვანელოში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები და პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ, რა მეთოდებითა და რომელი ონლაინ რესურსებით შეუძლიათ დაადგინონ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეები და შეისწავლონ მათ უკან მდგომი ორგანიზაციებისა და ინდივიდების საქმიანობა.“ - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - „მონაცემები ცვლილებებისთვის“ - გამარჯვებულების დაჯილდოება. ანალიტიკური სტატიების კონკურსის მიზანი ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება იყო.

 

კონკურსის გამარჯვებულები:

 

 - I ადგილი - ანატოლი კორეპანოვი - „იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი“

 

 - II ადგილი - ნინო ტალიკაძე - „სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში“

 

 - III ადგილი - იმედი თოდუა - „თვითმკვლელობის დინამიკა  საქართველოში“

 

საკონკურსო ნაშრომების ხარისხიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კიდევ 2 საინტერესო ნაშრომის ავტორი დაეჯილდოვებინა ბიბლუსის მაღაზიის 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებითა და სიმბოლური საჩუქრებით. გამარჯვებულები არიან:

 

დავით დომუზაშვილი - „ტრანსპორტის სექტორში სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების გავლენის შეფასება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით“

 

მათე ნებაძე - განათლების უფლების დაცულობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების აღსაზრდელთა/მოსწავლეთა/სტუდენტთა მონაცემების სტატისტიკის ანალიზი

 

კონკურსში მონაწილეობა 30-მდე ადამიანმა მიიღო. გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

 

ღონისძიება პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება- ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

 

    

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე 2021

04.12.2021

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღია პარლამენტის ფორუმზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა

03.12.2021

ვებგვერდის პრეზენტაცია - www.historyproject.ge

01.12.2021

ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონიტორნიგის გზამკვლევი

26.11.2021
განცხადებები

დეზინფორმაცია და არჩევნები – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეჯამება

03.12.2021

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას კრიტიკულად აფასებს

02.12.2021

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ

01.12.2021

კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

24.11.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021