IDFI-იმ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე სახელმძღვანელოსა და რეგიონული კვლევის პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 ნოემბერი 2021

2021 წლის 24 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბენეფიციარ მესაკუთრეებზე სახელმძღვანელოსა და რეგიონული კვლევის პრეზენტაცია გამართა.

 

ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ კვლევა IDFI-სა და ვიშეგრადის ქვეყნებში პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადდა და მიმოიხილავს საქართველოში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის კუთხით არსებულ კანონმდებლობას, პრაქტიკასა და გამოწვევებს.

 

საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევის თანახმად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

- 2018-2020 წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, მაღალი რისკის იურისდიქციებში დაფუძნებული იურიდიული პირების და მათ მიერ საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების მონაწილეობით განხორციელდა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობის თანახმად გათვალისწინებული, ზღვარს ზემოთ დადებული 65000-ზე მეტი გარიგება, და 31 საეჭვო გარიგება.

 

- გამომწვევებიდან გამომდინარე, ბენეფიციარი საკუთრების სავალდებულო ღიაობის სტანდარტი სფეროების გაზრდას საჭიროებს. ხოლო იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის დაცვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, აუცილებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების საჯარო რეესტრის შექმნა.

 

- ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნამდე, მნიშვნელოვანია სამაუწყებლო და კომერციული ბანკების საქმიანობის სფეროების მსგავსად, ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სხვა დამატებით სფეროებზე გავრცელება, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებზე, სახელმწიფო ქონების განკარგვაზე და მოპოვებით მრეწველობაში ჩართულ კომპანიებზე.

 

კვლევას სრულად გაეცანით აქ.

 

ღონისძიებაზე IDFI-მ, ასევე, წარადგინა პრაქტიკული სახელმძღვანელო ბენეფიციარი მესაკუთრეების მონიტორინგის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ.

 

„ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასა და სააშკარაოზე გამოტანაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. სწორედ მათთვისაა განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელიც დღეს წარვადგინეთ. სახელმძღვანელოში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები და პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ, რა მეთოდებითა და რომელი ონლაინ რესურსებით შეუძლიათ დაადგინონ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეები და შეისწავლონ მათ უკან მდგომი ორგანიზაციებისა და ინდივიდების საქმიანობა.“ - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

 

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - „მონაცემები ცვლილებებისთვის“ - გამარჯვებულების დაჯილდოება. ანალიტიკური სტატიების კონკურსის მიზანი ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება იყო.

 

კონკურსის გამარჯვებულები:

 

 - I ადგილი - ანატოლი კორეპანოვი - „იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი“

 

 - II ადგილი - ნინო ტალიკაძე - სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში“

 

 - III ადგილი - იმედი თოდუა - „თვითმკვლელობის დინამიკა  საქართველოში“

 

საკონკურსო ნაშრომების ხარისხიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კიდევ 2 საინტერესო ნაშრომის ავტორი დაეჯილდოვებინა ბიბლუსის მაღაზიის 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებითა და სიმბოლური საჩუქრებით. გამარჯვებულები არიან:

 

დავით დომუზაშვილი - „ტრანსპორტის სექტორში სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების გავლენის შეფასება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით“

 

მათე ნებაძე - განათლების უფლების დაცულობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების აღსაზრდელთა/მოსწავლეთა/სტუდენტთა მონაცემების სტატისტიკის ანალიზი

 

კონკურსში მონაწილეობა 30-მდე ადამიანმა მიიღო. გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

 

ღონისძიება პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება- ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

 

    

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024