ხარვეზი ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის წესში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 იანვარი 2014

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  საქართველოს კანონით თანამდებობის პირი დეკლარაციას ავსებს:

  • თანამდებობაზე  გამწესებიდან ორი თვის ვადაში;
  • თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში;
  • თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში;
  • საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში;
  • დეკლარაციის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან 2 კვირის ვადაში.

თანამდებობის პირი  დეკლარაციის შევსების თარიღის მდგომარეობით მონაცემებს წარადგენს, მხოლოდ მისი და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების და ნაღდი ფულის შესახებ. რაც შეეხება, მისი და მისი ოჯახის წევრების სხვა შემოსავლების შესახებ ინფორმაციას (სამეწარმეო საქმიანობით და სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები, ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, მიღებული საჩუქრები და ნებისმიერი შემოსავალი რომელიც აღემატება 1500 ლარს),დეკლარაციაში ისინი აისახება მხოლოდ წინა წლის მდგომარეობის მიხედვით. ანუ, მაგალითად, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციას შეავსებს 2013 წლის დეკემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ასრულებდა თავის მოვალეობას ერთი წლის განმავლობაში, დეკლარაციაში დაფიქსირდება მისი შემოსავლები მხოლოდ 2012 წლის მდგომარეობით.

როგორც მოგეხსენებათ 2012 წლის ოქტომბრის თვის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საქართველოს მთავრობა დაკომპლექტებული იქნა ახალი შემადგენლობით. მინისტრებს ქონებრივი დეკლარაციის შევსება უნდა განეხორციელებინათ ორი თვის ვადაში. მათმა უმრავლესობამ აღნიშნული ვალდებულება განახორციელეს 2012 წლის დეკემბრის თვეში, სადაც შესაბამისად წარმოდგენილი იქნა მათი შემოსავლების 2011 წლის მონაცემები.

აღნიშნული დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის შემდგომ (2013 წელს) მათ ერთი კვირის ვადაში კვლავ დაევალათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება. მინისტრების უმრავლესობამ, რომელთაც დეკლარაცია შევსებული ჰქონდათ წინა წლის დეკემბრის თვეში, ამჯერადაც დეკემბრის თვის მიწურულს წარმოადგინეს დეკლარირებული შემოსავლები სადაც აისახა მათი 2012 წელს მიღებული შემოსავლები. თუმცა, აღნიშნული მონაცემები მათ, რომ წარმოედგინათ 2014 წლის იანვრის დასაწყისში, მაშინ  დეკლარაციებში უკვე აისახებოდა 2013 წელს მინისტრების მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები. 

აქედან გამომდინარე, მინისტრებს (გიორგი კვირიკაშვილი, ხათუნა გოგალაძე, შალვა ფიფია, დავით სერგეენკო, კახა კალაძე, ლევან ყიფიანი, ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, დავით დარახველიძე),  რომელთაც 2013  წელს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვთ 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კანონით ეძლევათ შესაძლებლობა მომავალ წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ 2015 წლის საწყის პერიოდში, რაც გამოიწვევს იმას, რომ  მათ მიერ 2013 წელს მიღებული შემოსავლები საზოგადოებისთვის უცნობი გახდება. იგივე შეიძლება ითქვას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ.

მსგავსი შედეგი უკვე დამდგარია თამარ სანიკიძისა და ალექსანდრე ჭიკაიძის შემთხვევაში, რომელთაც 2012 წელს დეკლარაციის შევსება მოუწიათ 28 და 31 დეკემბერს, სადაც აისახა მათ მიერ 2011 წელს მიღებული შემოსავლები.   თამარ სანიკიძემ კანონის სრული დაცვით დეკლარაცია წარმოადგინა  აგრეთვე 2014 წლის 3 იანვარს, სადაც უკვე აისახა მის მიერ 2013 წელს მიღებული შემოსავლები, ხოლო 2012 წლის შესაბამისი მონაცემები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

როგორც ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა აჩვენა, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ დეკემბრის თვის მიწურულს (24 დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე) შევსებული დეკლარაცია მომავალ წლებში თანამდებობის პირს საშუალებას აძლევს არ გაამჟღავნოს რომელიმე ერთი კონკრეტული წლის შემოსავლები.

აღნიშნული კანონმდებლობისკიდევ ერთი ხარვეზი არის ის გარემოება, რომ თანამდებობის პირი რომელიც ტოვებს თანამდებობას, ორი თვის ვადაში წარდგენილ დეკლარაციაში არ ასახავს იმ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მან მიიღო თანამდებობის დატოვების წელს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის  თანამდებობა დატოვა 2013 წლის ნოემბრის თვეში. მან დეკლარაცია წარადგინა 2013 წლის 31 დეკემბერს, სადაც კანონის სრული დაცვით ასახულია მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები, ხოლო 2013 წლის განმავლობაში მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში  რათა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში დეკლარაციის შევსებამ კონკრეტულ თანამდებობის პირს არ მისცეს საშუალება საკუთარი შემოსავლები დაფარული გახადოს საზოგადოებისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024