IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2016 წლის ანგარიშში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 6 მარტი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის 2016 წლის ანგარიში. ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

 

2012 წლიდან მოყოლებული IDFI ყოველ წელს არის მოხსენიებული ანგარიშში სხვადასხვა კვლევის კონტექსტში. წინა წლების მსგავსად, ანგარიშში მოყვანილია IDFI-ის მონაცემები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია 2016 წლის ანგარიშზე, რომლის მიხედვით 2016 წელს 294 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ 7,430 მოთხოვნაზე IDFI-იმ სრულყოფილი პასუხი მიიღო 4, 458 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი - 404 მოთხოვნაზე, უარი - 26 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 1139 მოთხოვნა. ამავე ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 55-მა საჯარო დაწესებულებამ, ხოლო ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა.

 

ანგარიშში ასევე მოყვანილია 2015-2016 წლის საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შეფასება, სადაც IDFI-ის მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულება პოზიტიურადაა შეფასებული. IDFI-ის დასკვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი სფეროს რეფორმა, რომლებიც გათვალისწინებული იყო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, კერძოდ - მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტი, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები, შრომის ანაზღაურება საჯარო სამსახურში და სახელმწიფო შესყიდვები.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოყვანილია მონაცემები IDFI-ის კვლევიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატისტიკის შესახებ. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე დისკრიმინაციის მაჩვნებლად მოყვანილია IDFI-ის მონაცემები, რომლის თანახმად საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებული 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურიდან მხოლოდ 24-ია შშმ პირი.

 

IDFI შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის ანგარიშები ფართოდ გამოიყენება როგორც აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე სხვა უცხოური მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების დამცველების, იურისტების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სხვათა მიერ. აქედან გამომდინარე, ყოველწიურად ანგარიშში IDFI-ის კვლევებსა და მის საქმიანობაზე მითითება ხაზს უსვამს ინტიტუტისადმი არსებულ მაღალ ნდობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.


წინა წლების ანგარიშების შესახებ:



2012 - IDFI-ს მონაცემები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


2013 - IDFI მეორედ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში


2014 - IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


2015 - IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2015 წლის ანგარიშში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024