IDFI მეორედ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 5 მარტი 2014
IDFI-ის კვლევები უკვე მეორედ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და იძლევა ადამიანის უფლებების მრავალმხრივ მიმოხილვას 200-მდე ქვეყნისთვის. ანგარიშები ფართოდ გამოიყენება როგორც აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე სხვა უცხოური მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების დამცველების, იურისტების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სხვათა მიერ. 
2013 წლის ანგარიშში IDFI მოხსენიებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლაში ახალი მიდგომების დანერგვისა და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ განთავსებასთან მიმართებაში - “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებმა აჩვენეს „მეტი პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით“. 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოყვანილია IDFI-ის მიერ 2013 წლის სექტემბერში მომზადებული კვლევა „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, 2012-2013“ გასული წლების მანძილზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საჩვენებლად, რომელიც მომზადებული ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. „თავის სექტემბრის ანგარიშში IDFI-მ აღნიშნა დადებითი ტენდენცია საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. IDFI-ის მიერ 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივლისამდე ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე სამთავრობო დაწესებულებებმა სრულყოფილად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების 51%-ს უპასუხეს, ხოლო არჩევნების შემდეგ - 81%-ს. უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნების რაოდენობა შემცირდა 30%-დან 11%-მდე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადის დარღვევამ 54% შეადგინა, ხოლო არჩევნების შემდეგ - 27%" - აღნიშნულია ანგარიშში.  
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში ზედიზედ ხელმეორედ მოხსენიება ხაზს უსვამს იმას, რომ IDFI-ის კვლევები სარგებლობს მაღალი სანდოობით არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებში. IDFI-ისთვის დიდი პატივია ჩვენი გუნდის საქმიანობისა და კვლევების ამგვარი შეფასება, რაც გვმატებს მოტივაციას, რომ კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობით წვლილის შეტანა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. 
 
 
IDFI-ის კვლევები უკვე მეორედ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში (იხილეთ 2012 წლის ანგარიში). აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და იძლევა ადამიანის უფლებების მრავალმხრივ მიმოხილვას 200-მდე ქვეყნისთვის. ანგარიშები ფართოდ გამოიყენება როგორც აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე სხვა უცხოური მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების დამცველების, იურისტების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სხვათა მიერ. 
 
2013 წლის ანგარიშში IDFI მოხსენიებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლაში ახალი მიდგომების დანერგვისა და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ განთავსებასთან მიმართებაში - “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებმა აჩვენეს „მეტი პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით“. 
 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოყვანილია IDFI-ის კვლევა „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, 2012-2013“ გასული წლების მანძილზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საჩვენებლად, რომელიც მომზადდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. „თავის სექტემბრის ანგარიშში IDFI-მ აღნიშნა დადებითი ტენდენცია საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. IDFI-ის მიერ 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივლისამდე ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე სამთავრობო დაწესებულებებმა სრულყოფილად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების 51%-ს უპასუხეს, ხოლო არჩევნების შემდეგ - 81%-ს. უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნების რაოდენობა შემცირდა 30%-დან 11%-მდე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადის დარღვევამ 54% შეადგინა, ხოლო არჩევნების შემდეგ - 27%" - აღნიშნულია ანგარიშში.  
 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში ზედიზედ ხელმეორედ მოხსენიება ხაზს უსვამს იმას, რომ IDFI-ის კვლევები სარგებლობს მაღალი სანდოობით არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებში. IDFI-ისთვის დიდი პატივია ჩვენი გუნდის საქმიანობისა და კვლევების ამგვარი შეფასება, რაც გვმატებს მოტივაციას, რომ კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობით წვლილის შეტანა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024