სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგია

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 თებერვალი 2013

13 თებერვალი, 2013

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

რედაქტორი: ლევან ავალიშვილი

 

ელექტრონული მმართველობის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პირველ რიგში მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას,  გამჭვირვალე მმართველობას და ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დამკვიდრებას ნიშნავს, რაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობაში გამოიხატება.

საქართველომ ელ-მმართველობის განვითარების კუთხით  მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ამას მოწმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის თანახმად საქართველომ 2012 წლისთვის 102 ადგილიდან 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა და  რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა  2011 წლის  სექტემბერში შეუერთდა გლობალურ ინიციატივას და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში აიღო ვალდებულება განავითაროს გამჭვირვალე მმართველობის სისტემა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,  სა¬ჯა¬რო მომ¬სა¬ხურე¬ბის გა¬უმ¬ჯო¬ბე¬სე¬ბისა და  მო¬ქა¬ლა¬ქე¬თა ჩარ¬თუ-ლო¬ბის გაზრდის გზით.

უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო უწყებები მეტ-ნაკლებად ცდილობენ მაქსიმალურად ინფორმაციული გახადონ  და დახვეწონ ოფიციალური ელექტრონული რესურსები (ვებ-გვერდები, სოციალური ქსელები), ბევრი საჯარო დაწესებულება საკმაოდ საინტერესო   ელექტრონულ სერვისებს  და ინიციატივებს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა ისინი ნაკლებად გამოიყენება საკომუნიკაციო პროცესში. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის შექმნილი ერთიანი სამთავრობო პორტალი, რომელიც მოქალაქეებთან ინტერაქციას და აზრთა გაცვლას გახდის შესაძლებელს. IDFI-ის მიერ ჩატარებულმა სხვადასხვა სახის კვლევებმა დაადასტურა, რომ არც უკვე არსებული რესურსების გამოყენება ახდება რაციონალურად და ეფექტურად. პოზიტიური ძვრების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ ეტაპზე კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის, როგორც ვებ-გვერდებზე ასევე სოციალურ ქსელებში, ცალმხრივი ხასიათისაა.

საჯარო დაწესებულებების  მოქალაქეებთან ურთიერთობის სტრატეგიის, ელექტრონული რესურსების გამოყენების ხარისხის და კომუნიკაციის დონის შეფასების მიზნით,  პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში სამთავრობო უწყებებიდან მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე  კვლევა მოვამზადეთ. საჯარო დაწესებულებებს დაეგზავნათ შეკითხვები საზოგადოებასთან ურთიერობის სამოქმედო გეგმის, ოფიციალური ვებ-გერდების მომხმარებელთა რაოდენობის, ონლაინ სერვისებზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა სტატისტიკისა და ოფიციალურ ელ-ფოსტაზე და ვებ-გვერდზე არსებული მიწერის ფორმის მეშვეობით შემოსული შეკითხვებისა და მათზე გაცემული პასუხების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მთელი რიგი პრობლემები როგორც კომუნიკაციის, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. საჯარო დაწესებულებების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობა ვებ-გვერდებზე არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, უმეტეს შემთხვევებში არ ხდება ელ-ფოსტითა და ვებ-გვერდზე ინტეგრირებული მიწერის ფუნქციით საჯარო დაწესებულებებში შესული წერილების აღრიცხვა, სამთავრობო უწყებები ხშირად არც მათი ვებ-გვერდების მომხმარებელთა რაოდენობით ინტერესდებიან. საჯარო დაწესებულებების უმეტესობას არ აქვს შემუშავებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმა.  

გამოიკვეთა დადებითი ტენდენციაც, სამთავრობო უწყებების პასუხებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის თანდათან პრიორიტეტული ხდება მოქალაქეებთან  კომუნიკაციის დახვეწა და გაუმჯობესება.

 

პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024