საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სტატისტიკური კვლევა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 5 დეკემბერი 2012

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სტატისტიკური კვლევა - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა, აჭარის ა/მთავრობა, აჭარის ა/სამინისტროები

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) პროექტის - “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ ფარგლებში განხორციელებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტატისტიკურ ანალიზს.

პროექტი “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ IDFI-მ განახორციელა (2012 წლის მარტი-მაისი) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული ორგანოების (საქართველოს იუსტიციის სამინსიტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა) გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით.

სამიზნე საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების სტატისტიკური ანალიზისათვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პირველ რიგში გამოიყენა საკუთარ მონაცემთა ბაზები. 2010-2011 წლებში IDFI-ი კვლევის სამიზნე დაწესებულებებიდან რეგულარულად ითხოვდა საჯარო ინფორმაციას. ამავე დროს სრულყოფილი კვლევის ჩატარების მიზნით IDFI-იმ აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გამოითხოვა 2009-2012 წლების განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით შესული განცხადებები და მათზე გაცემული პასუხები. აგრეთვე გამოთხოვილი იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად დაწესებულებების მიერ შედგენილი და საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილი ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის 2009, 2010 და 2011 წლების ანგარიშები (ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიშები).

ანალიზის შედეგად შედგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს კონტროლის პალატის, საჯარო სამსახურის ბიუროს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააგენტო), აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მიერ ბოლო წლებში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების სტატისტიკური ანალიზი.

ამავე დროს, აღნიშნული საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერსებს საზოგადოებას სამიზნე საჯარო დაწესებულებების საქმიანობიდან გამომდინარე. შესაბამისად ყველაზე მოთხოვნადი საჯარო ინფორმაციის დადგენით, შესაძლებელი გახდა იმ საკითხთა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებიც რეკომენდირებული იქნება პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე ადმინისტრაციული ორგანოების პასუხების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა ის ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებენ სამიზნე საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალე და მოქალაქეების ინტერესებზე გათვალისწინებულ საქმიანობას.

 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სტატისტიკური კვლევა - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა, აჭარის ა/მთავრობა, აჭარის ა/სამინისტროები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024