დისკუსია თემაზე - საქართველოს საყოველთაო დაზღვევის ახალი პოლიტიკა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 15 აპრილი 2013

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია, dvv international, 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ“, რომლის მიზანია საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. 2013 წლიდან პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში ყოველი თვის 15 რიცხვში ტარდება საჯარო დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

ერთ-ერთი ასეთი დისკუსია, რომელიც გაიმართება dvv international-ის ოფისში (იხილეთ თანდართული რუკა) მიმდინარე წლის 15 აპრილს 18:30 საათზე, ეძღვნება საქართველოს საყოველთაო დაზღვევის ახალ პოლიტიკას.

დისკუსიაში მომხსენებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი რუსუდან რუხაძე და ამავე სამინისტროს ყოფილი მინისტრი, ბატონი ანდრია ურუშაძე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე ბატონი ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი. ღონიძიებაზე მოწვეულია სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და სადაზღვევო პაკეტის ბენეფიციარები.

თქვენი თანამონაწილეობა დისკუსიაში საშუალებას მოგცემთ, პირადად მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს და მონაწილეობას მიიღებთ აღნიშნულ ღონისძიებაში.

 საკონტაქტო ინფორმაცია: 2 251 752 599 910 023 info@dvv-international.ge katsitadze@dvv-intenational.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024