IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2011 წელს

ადვოკატირება 28 აპრილი 2014

2011 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) ადვოკატირების საქმიანობა დაკავშირებული იყო ინფორმაციის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის საკითხებთან. ორგანიზაციის ადვოკატირების სტრატეგია მოიცავდა საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, მათი მისამართით რეკომენდაციების გაცემას, კონფერენციებში თუ სხვა შეხვედრებში მონაწილეობას და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერას;

 

2011 წლის 28 იანვარს 131 არასამთავრობო ორგანიზაციამ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებმა და ინფორმაციის თავისუფლების დამცველებმა ევროპის 48 ქვეყნიდან ხელი მოაწერეს მიმართვას, რომლითაც მოუწოდეს ევროპარლამენტს ევროპაში ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დასაცავად. 

 

IDFI ერთ-ერთია იმ 36 ორგანიზაციას შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიმართვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დასაცავად. რეიკიავიკის 2009 წლის 29 მაისის ანტიტერორისტული დადგენილების მიღების შემდეგ, ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა დააყენეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე აღნიშნული კანონმდებლობის შესაძლო ნეგატიური გავლენის შესწავლის საკითხი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის -"საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი"- ფარგლებში ჩაატარა საქართველოს სამინისტროებისა და სამინისტროებთან არსებული საჯარო უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდების საინფორმაციო გამჭვირვალობის დეტალური ანალიზი. შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ხარისხის ამაღლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ის, რომ საჯარო დაწესებულებებმა გამოთქვეს მზაობა, რომ IDFI-თან ითანამშრომლებენ;

 

2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსოფის მიწვევას და განაცხადა მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიეღო "პარტნიორობაში ღია მმართველობისათვის" როგორც “რეგიონულ ლიდერს” და მიემართა ღია მმართველობის გამოწვევებისათვის 21-ე საუკუნეში.

 

2011 წლის 16 მარტს ინსტიტუტმა ღია წერილით მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, რომლითაც მოუწოდა მიეღო გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის შექმნის დაჩქარებისა და მისი ინტერნეტ სივრცეში განთავსების თაობაზე. მიმართვაში საუბარი იყო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და დასაბუთებული იყო საბჭოს მხრიდან მისაღები გადაწყვეტილების მიღების საჭიროება;

 

29-31 ივლისს IDFI-მ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ინფორმაციის თავისუფლების თემატიკისადმი. კონფერენციაზე ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადვოკატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან განიხილავენ ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებულ საერთო პრობლემებსა და მიღწევებს.


2011 წელს განხორციელებული ადვოკატირების საქმიანობები თავის მხრივ წინა წლებში ორგანიზაციის მხრიდან ამ მიმართულებით დაწყებული მუშაობის შედეგი გახლდათ;

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022