IDFI-მ ღია წერილით მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს

სიახლეები 16 მარტი 2011

ღია წერილი

 

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს

ბ-ნ გიგა ბოკერიას

ბატონო გიგა,

 

პირველ რიგში გვინდა მოგახსენოთ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ინსტიტუტის საქმიანობა მიმართულია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაზე, ასევე, სამთავრობო ვებ-რესურსების განვითარებით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის და ზოგადად, საქართველოში კარგი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე.

 

გვინდა ავღნიშნოთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი, რის გამოც საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება თვალყური ადევნოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ორგანოს სახელმწიფოს სტაბილურობისა და მართლწესრიგის საკითხებში, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული პოლიტიკის, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სტრატეგიის დაგეგმვა-ორგანიზებაში,  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ მიზანშეწონილად მიაჩნია მოგმართოთ თხოვნით, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის  შექმნის დაჩქარებისა და მისი ინტერნეტ სივრცეში განთავსების თაობაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის მიმართ საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდას, უფრო გამჭვირვალეს გახდის მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გასაიდუმლოებას, რაც, აგრეთვე, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ელექტრონული გამჭვირვალობის სფეროს განვითარებასა და ზოგადად საქართველოში საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით.

 

მისასალმებელი იქნება, თუ უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის შექმნაში ჩართულნი იქნებიან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები, რაც შესაძლებლობას მისცემს უშიშროების საბჭოს შექმნას თავის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული ინტერნეტ საინფორმაციო რესურსი.

 

პატივისცემით,

­­­­ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი

 

15. 03. 2011

 ღია წერილი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024