IDFI ინფორმაციის თავისუფლების თემისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 ივლისი 2011

29-31 ივლისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), შინდისში, სასტუმრო „სოფლის სახლში“ მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიძღვნილია ინფორმაციის თავისუფლების თემატიკისადმი.


კონფერენციის ორგანიზატორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივი (The National Security Archive). კონფერენცია დაფინანსებულია კარნეგის ფონდის მიერ.


ინფორმაციის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მეორედ იმართება. პირველი კონფერენცია 2009 წლის მაისში მოეწყო თელავში:  http://www.freedominfo.org/2009/05/caucasus-foi-advocates-discuss-common-problems-and-plan-cooperation/


2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების რეგიონული კოალიციის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სომხეთში, აღრევანში: http://www.idfi.ge/?cat=news&topic=53&lang=ka


კონფერენციაზე ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და  ადვოკატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან განიხილავენ ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებულ საერთო პრობლემებსა და მიღწევებს.


კონფერენციის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:

Tbilisi FOI Agenda 2011

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მიგრაციის განახლებული სტატისტიკა და დემოგრაფიული ტენდენციები (2015-2024)

19.11.2026

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024