„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ხელი მოაწერა მიმართვას ევრო პარლამენტისადმი

სიახლეები 9 თებერვალი 2011

28 იანვარს 131 არასამთავრობო ორგანიზაციამ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებმა და ინფორმაციის თავისუფლების დამცველებმა ევროპის 48 ქვეყნიდან ხელი მოაწერეს მიმართვას, რომლითაც  მოუწოდეს ევროპარლამენტს ევროპაში ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დასაცავად.

 

პროტესტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის განხილვამ გამოიწვია, რომელიც ევრო პარლამენტში 2011 წლის 1 თებერვალს გაიმართა.

 

ევროკომისიამ პარლამენტის სხდომაზე დააყენა  ელექტრონული წერილებისა და სხვა  დოკუმენტების საჯაროობის  შეზღუდვის საკითხი, როგორც „არაფორმალური“ დოკუმენტებისა.

 

აღნიშნული შეზღუდვების დაწესება უფლებას ანიჭებს  მთავრობის ცალკეულ  წარმომადგენლებს გაასაიდუმლონ საკუთარი  კომუნიკაციები. ევროკომისიის ეს წინადადება   ეწინააღმდეგება ღიაობის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის კონვენციაში და აბათილებს ევრო სასამართლოს დადგენილებებს დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ფართო  უფლებებთან დაკავშირებით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა მოუწოდეს ევრო პარლამენტის წევრებს არ მიეღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც  ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევდა.

 

ევროპარლამენტისადმი მიმართვას ხელი მოაწერეს მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტმა, ადამიანთა უფლებების  და ინფორმაციის თავისუფლების დამცველმა წამყვანმა  ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024