საჯარო დაწესებულებები IDFI - სთან ითანამშრომლებენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 31 მარტი 2011

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წერილით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბ-ნ ნიკოლოზ რურუას. წერილში  საუბარი იყო IDFI- ს საქმიანობასა და ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. IDFI-მ მინისტრს გაუგზავნა პუბლიკაცია -„ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში“, რომელიც ინსტიტუტის მიერპროექტის -"საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი"- ფარგლებში გამოიცა.

ნაშრომში გაანალიზებულია საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხი,საუბარია  ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში და მსოფლიოში. ასევე, წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით.

კულტურისადაძეგლთა დაცვის სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ IDFI-სრეკომენდაციები ხელს შეუწყობს სამინისტროს ვებ-გვერდის განახლების სწორად წარმართვას დარომ ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევა მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ელექტრონულ გამჭვირვალობისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  პროექტის -"საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი"- ფარგლებში ჩაატარა საქართველოს სამინისტროებისა და სამინისტროებთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური ვებ-გვერდების საინფორმაციო გამჭვირვალობის დეტალური ანალიზი. შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ხარისხის ამაღლებისა დაინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად IDFI- სთან თანამშრომლობის სურვილი არაერთმა საჯარო დაწესებულებამ გამოთქვა. ესენია:

აღსრულების ეროვნული ბიურო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

საწარმოთა მართვის სააგენტო

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა

დაცვის პოლიცია

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური მომსახურების სააგენტო

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

დაცული ტერიტორიების სააგენტო

სატყეო სააგენტო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024