ფინანსური ხასიათის დანაშაულების სტატისტიკა (2004- 2014)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 3 აპრილი 2014

2014 წლის 6 მარტს IDFI-იმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა სხვადასხვა სახის კორუფციული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

2014 წლის 14 მარტს IDFI -იმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიიღო 2004-2014 წლებში სამსახურის მიერ გამოვლენილი ფინანსური ხასიათის დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ სულ  გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების  9815 შემთხვევა.  ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს – 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა  დაფიქსირდა 2008 წელს – 422 შემთხვევა.

 

statistics, IDFI, crime

 

 

 

 

 

 

 


2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის გადასახადისათვის თავის არიდება 1709.

statistics, IDFI, crime

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტების  ყველაზე დიდი მაჩვენებლები ფიქსირდება 2005-2007 წლებში. 2008 წლიდან 2012 წლამდე, წინა სამ წელთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. 2013 წელს კი დანაშაულის რაოდენობა გარკვეულწილად კვლავ იმატებს და 219-ს შეადგენს.

statistics, IDFI, crime

 

 

 

 

 

 

 



გადასახადისათვის თავის არიდების რაოდენობრივად ყველაზე მეტი  452 შემთხვევა 2010 წელს გამოვლინდა, მას შემდეგ შეინიშნება კლებადი ტენდენცია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 103 შემთხვევამდე შემცირდა.

statistics, IDFI, crime

 

 

 

 

 

 

 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ ფინანსური ხასიათის დანაშაულებს შორის ერთადერთ დანაშაულს წარმოადგენს ქრთამის აღება, რომლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (56 შემთხვევა) ფიქსირდება 2013 წელს წინა წლებთან შედარებით.  2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ უკვე გამოვლენილია აღნიშული დანაშაულის 8 ფაქტი.

statistics, IDFI, crime

 

 

 

 

 

 

 


დეტალური ინფორმაცია,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური ხასიათის დანაშაულების შესახებ დანაშაულის სახეების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

statistics, IDFI, crime
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2014 წლის 31 მარტს IDFI-იმ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიიღო სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი პუნქტით  და მე-2 პუნქტის “ა”ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღებას, დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ. პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული ტიპის სტატისტიკური მონაცემები იწარმოება 2012 წლიდან და შესაბამისად მათ მიერ მოწოდებული იქნა მხოლოდ 2012-2013 წლის მონაცემები.

2012 წელს მოხელეების ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ქრთამის აღებისათვის  სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა 26 პირის მიმართ, ხოლო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ აღნიშნული დანაშაულისთვის დევნა დაწყებულია 1 შემთხევვაში. 2013 წელს აღნიშნული ტიპის დანაშაულისთვის  პროკურატურის მიერ დაწყებული სისიხლის სამართლის დევნის  ფაქტები გაორმაგებულია.

statistics, IDFI, crime

 

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024