ყველაზე მეტი ფინანსური დანაშაული 2005 წელს გამოვლინდა, ხოლო ყველაზე ცოტა 2008 წელს დაფიქსირდა

IDFI მედიაში 3 აპრილი 2014

თბილისი (BPI) - IDFI -ი ფინანსური ხასიათის დანაშაულების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვირაც ირკვევა, რომ გადასახადისათვის თავის არიდების რაოდენობრივად, ბოლო წლებში  ყველაზე მეტი,  452 შემთხვევა 2010 წელს გამოვლინდა, მას შემდეგ  კლებადი ტენდენცია შეინიშნება. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 103 შემთხვევამდე შემცირდა.

 

IDFI -ი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნავს, რომ 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ სულ  გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების  9815 შემთხვევა.  საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს – 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა  დაფიქსირდა 2008 წელს – 422 შემთხვევა.

 

2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის გადასახადისათვის თავის არიდება 1709.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტების  ყველაზე დიდი მაჩვენებლები ფიქსირდება 2005-2007 წლებში. 2008 წლიდან 2012 წლამდე, წინა სამ წელთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. 2013 წელს კი დანაშაულის რაოდენობა გარკვეულწილად კვლავ იმატებს და 219-ს შეადგენს.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ ფინანსური ხასიათის დანაშაულებს შორის ერთადერთ დანაშაულს წარმოადგენს ქრთამის აღება, რომლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (56 შემთხვევა) ფიქსირდება 2013 წელს წინა წლებთან შედარებით.  2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ უკვე გამოვლენილია აღნიშული დანაშაულის 8 ფაქტი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024