ფინანსურ დანაშაულებს შორის საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვაა გამოვლენილი

IDFI მედიაში 8 აპრილი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან 2004-2014 წლებში ფინანსური ხასიათის დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მიიღო.

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ სულ გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების 9815 შემთხვევა. ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს - 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა დაფიქსირდა 2008 წელს - 422 შემთხვევა.

2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორისაა გადასახადისათვის თავის არიდება - 1709.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტების ყველაზე დიდი მაჩვენებლები 2005-2007 წლებში ფიქსირდება.2008 წლიდან 2012 წლამდე, წინა სამ წელთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. 2013 წელს კი დანაშაულის რაოდენობა გარკვეულწილად კვლავ იმატებს და 219-ს შეადგენს.    

           
გადასახადისათვის თავის არიდების რაოდენობრივად ყველაზე მეტი 452 შემთხვევა 2010 წელს გამოვლინდა, მას შემდეგ შეინიშნება კლებადი ტენდენცია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 103 შემთხვევამდე შემცირდა.

               
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ ფინანსური ხასიათის დანაშაულებს შორის ერთადერთ დანაშაულს წარმოადგენს ქრთამის აღება, რომლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (56 შემთხვევა) ფიქსირდება 2013 წელს წინა წლებთან შედარებით. 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ უკვე გამოვლენილია აღნიშული დანაშაულის 8 ფაქტი.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024