პროექტის სახელწოდება: სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მონიტორინგის, ადვოკატირებისა და სამართალწარმოების გზით
დონორი: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
პროექტი ნომერი: G-2126-23-211-3047-20
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2023 - 30 ნოემბერი, 2023
გრანტის ოდენობა: $ 24,850.00
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობას მონიტორინგის, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით. პროექტის აქტივობები ფოკუსირდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების იმპლემენტაციაზე,განხორციელდება მისი აღსრულების მონიტორინგი, ჩატარდება სამუშაო შეხვედრები პარლამენტის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, მომზადდება ანალიტიკური ანგარიში, ადვოკატირება გაეწევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. ასევე, პროექტის გუნდი დაიწყებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნების მოთხოვნით.
პროექტის მთავარი მიზანი სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
- 2019 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციოსასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მონიტორინგი;
- სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება/ადვოკატირება;
- სასამართლო აქტების ხელმისაწვდომoბის შესახებ ანგარიშის მომზადება, კანონმდებლობსა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
- სასამართლო აქტების გამოქვეყნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანა.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი
21.02.2023ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები
20.12.2022