რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში-კვლევის პრეზენტაცია

სიახლეები 8 მაისი 2015

8 მაისს, „ფრონტლაინ კლუბში“ სამოქალაქო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რუსული აგრესიისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმართვაა. საინიციატივო ჯგუფმა პირველი კვლევა წარადგინა - „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“.


კვლევაში, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციას ეყრდნობა, წარმოდგენილია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. ძირითადად გაანალიზდა ისეთი სფეროები, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კომუნიკაცია, მადნეული და ნავთობი.


კვლევის თანახმად, ენერგობაზარზე მნიშვნელოვან წილს ფლობს რუსული კომპანია “ინტერ რაო”, რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია“თელასს”, თბოსადგურ “მტკვარი ენერგეტიკას”, ჰესებს “ხრამჰესი 1”, “ხრამჰესი 2”. „ინტერ რაოს“ მართვაში აქვს გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”.


რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს.


„გვინდოდა საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ არის დამოკიდებული ქართული ბიზნესი რუსეთიდან შემოსულ ფულზე, რა მნიშვნელოვან ობბიექტებს ფლობენ ისინი. კარგია ეს თუ ცუდი, საზოგადოებამ განსაჯოს.“ - აღნიშნა კვლევის ავტორმა ნატა ძველიშვილმა პრეზენტაციისას.

საინიციატივო ჯგუფის წევრის გიორგი კლდიაშვილის თქმით, ჯგუფი სხვა კვლევების ჩატარებასაც გეგმავს.

„პლატფორმა არის ღია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო კამპანიაში“ - თქვა გიორგი კლდიაშვილმა.

პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გაიზიარეს ინიციატივის მიზნები და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი რესურსებით მოქმედება.


კვლევის გარდა, გაიმართა ახალი პლატფორმის პრეზენტაციაც, რომლის ვებგვერდზე damoukidebloba.com განთავსდება ინფორმაცია რუსული იმპერიალისტური პროპაგანდის, რეპრესიებისა და აგრესიის სხვა ღია თუ ირიბი აგრესიის შესახებ.

აღნიშნული პლატფორმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზეა ორიენტირებული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024