IDFI–მ კვლევის „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“ პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 7 ივნისი 2023

6 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) “კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის” ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, კვლევის - „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“ პრეზენტაცია გამართა და კვლევის ძირითადი მიგნებები წარადგინა.

 

IDFI-მ განახორციელა სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების, ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა. რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყებისა, (2022 წლის მარტი) და ე.წ. “ნაწილობრივი მობილიზაციის” შემდეგ (2022 წლის ოქტომბერი), საქართველოში ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში დარჩა. ამან დიდი გავლენა იქონია კვლევის მესამე ეტაპზე მიმოხილულ სექტორებზე. კვლევაში ასევე მოცემულია განახლებული ინფორმაცია 2023 წლის აპრილის მონაცემებით.

 

რუსეთის გავლენა საქართველოს ბიზნესის ისეთ მსხვილ სფეროებზე როგორიცაა ენერგოსექტორი, ნავთობი, გაზი, ჰიდრორესურსები, მანქანათმშენებლობა, სამთო მოპოვება, ტურიზმი, მინერალური წყლები, საბანკო/ ინვესტიციები, შესამჩნევია. ეს კავშირები და გავლენები ხშირად სცდება ბიზნესის საზღვრებს და ვრცელდება მედიაზე, პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა.

 

“კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის” ორგანიზებული კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და USAID საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ლიზა კოვაკმა.

 

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ “დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ზრდის მოქალაქეთა პოლარიზაციას და საზოგადოებრივ პროცესებზე მავნე ზეგავლენით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხებას ცდილობს. დეზინფორმაციის საზიანო შედეგები კი განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც მისი სამიზნე არჩევნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესები ხდება. აღნიშნული საფრთხეების პირისპირ, საჭიროა საზოგადოების ერთიანი და შეთანხმებული მიდგომის განვითარება, რომელიც მოქალაქეთა სანდო ინფორმაციაზე წვდომასა და მათ მავნე დეზინფორმაციისგან დაცვას უზრუნველყოფს”.

 

კონფერენცია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე მსჯელობას, კრემლის გავლენის სხვადასხვა ვექტორებისა და საქართველოს სახელმწიფოს არსებული (თუ არარსებული) პოლიტიკის ანალიზს დაეთმო და მიზნად ისახავდა შეეფასებინა საინფორმაციო სივრცეში მავნე ზემოქმედების ეკოსისტემა, ხელი შეეწყო საქართველოს განვითარებადი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და იმის განხილვას, თუ რა უნდა გააკეთონ ძირითადმა აქტორებმა მდგრადობისა და ინფორმაციის სანდოობის მისაღწევად.  

 

რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა ინფორმაციის სანდოობის კოალიციის წევრების, პოლიტიკოსების, აკადემიური წრეების, მედიისა და ექსპერტების მონაწილეობით.

 

კოალიციის წევრებმა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ მომზადებული კვლევები წარადგინეს, რომლის ფარგლებში გაანალიზდა როგორც პოლიტიკის დოკუმენტები, ასევე შეფასდა ინსტიტუციური მექანიზმების და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხორციელების პროცესი. მოცემულ სესიაზე პანელის მონაწილეებმა და დამსწრე აუდიტორიამ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზეც იმსჯელეს.

 

კონფერენციის პანელური დისკუსიები შეეხო კრემლის მიერ გავლენის მექანიზმებს - ფულის, კორუფციის და რუსული კაპიტალის გამოყენებას, ასევე, ისტორიის ინსტრუმენტალიზებას, მეხსიერებისა და იდენტობის დამახინჯებას პროპაგანდისტული ნარატივებისთვის.

 

კონფერენცია დასრულდა მსჯელობით, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მედეგობა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ. „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მასშტაბურ კონფერენციას ყოველწლიურად გამართავს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისათვის აქტუალური წლიდან წლამდე იქნება.

 

კვლევა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით. კვლევაში წარმოდგენილ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება IDFI-ის და იგი არ ასახავს USAID-ის, შეერთებული შტატების მთავრობის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024