რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 6 ივნისი 2023

რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს, მოიცავს ამა თუ იმ ქვეყნის სუსტ წერტილებზე, კოორდინირებული მოქმედებებით დარტყმას. საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი სუსტი წერტილი ქვეყნის ეკონომიკური სექტორის მოწყვლადი მდგომარეობაა.  მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჰიბრიდული ომი, მისი სტრატეგიები და დეზინფორმაციული ნარატივები დიდი ხანია დისკუსიის საგანია, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები. კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი დემოკრატიის სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/ არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში. 

 
ასეთი ტიპის კავშირებისა და გავლენის გამოაშკარავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზეგავლენა ხშირად სცდება ბიზნესის საზღვრებს და ვრცელდება მედიაზე, პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ზოგადად, ბიზნესი დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებთან და გავლენას ახდენს საზოგადოების აღქმასა და გრძელვადიან დამოკიდებულებებზე. ასეთი მჭიდრო კავშირების გამოკვლევა - პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედია აქტორებსა და ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ხარისხი ქართულ ბიზნესსა და სტრატეგიულ სფეროებში (რაც შეიძლება, გარკვეულწილად, ემუქრებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას).
 
კვლევის - “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში” - მესამე ეტაპის ფარგლებში, IDFI-მ განახორციელა სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების, ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაოსატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა. ამ შემთხვევაშიც შემოწმდა საშუალო და დიდი ზომის კომპანიები. ამ კუთხით, IDFI გასცდა კვლევის მეთოდოლოგიას, რადგან აღნიშნულ სექტორებზე მნიშვნელოვანი იყო იმ გავლენების კვლევა, რაც 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ორმა ტალღამ გამოიწვია. უკრაინასთან ომის დაწყებისა, (2022 წლის მარტი) და შემდგომში ე.წ. “ნაწილობრივი მობილიზაციის” შემდეგ (2022 წლის ოქტომბერი), საქართველოში ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში დარჩა. ამან დიდი გავლენა იქონია მესამე ეტაპზე მიმოხილულ სექტორებზე, რაც კვლევაში არის აღწერილი. კვლევაში ასევე მოცემულია განახლებული ინფორმაცია 2023 წლის აპრილის მონაცემებით.



ძირითადი მიგნებების შეჯამება:

 

 - უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს;

 

- 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში,  უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ იყო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები;

 

- 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38%-ით, სომხეთში კი — 197%-ით. ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ - და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი;

 

- 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161,032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2,16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024